| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის -„მომავლის აქტიური თაობა“ წევრების და მათი პედაგოგის თეა სამხარაძის თაოსნობით უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციულად, საქველმოქმედო პროექტი - „ბედნიერი შობის დღესასწაული ყველას“ ხორციელდება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრები საშობაოდ ხანდაზმულ თანასოფლელებს სტუმრობენ და სხვადასხვა სახის პროდუქტთან ერთად თავიანთ სითბოს და ყურადღებას უნაწილებენ.
პროექტი შემდეგნაირად მიმდინარეობს:
• იკრიბებიან დახმარების გაწევის მსურველები!
• ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით მოიძიებენ იმ ოჯახთა შესახებ ინფორმაციას ვისაც მათი დახმარება ესაჭიროება!
• ოჯახთან კონტაქტის შედეგად დგინდება თუ რა ესაჭიროებათ მათ.
• მოსწავლეთა მიერ შეგროვებული თანხით ხდება პროდუქტების და მათთვის აუცილებელი ნივთების შეძენა და შეგროვება.
• ოჯახში სტუმრობა და შეძენილი და შეგროვებული პროდუქტებისა და ნივთების გადაცემა.
„ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, როცა შენს ხელს ამის ძალა შესწევს“ (იგავები 3:27). მოწყალება ღვთის არსის თვისება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სათნოებაა. ეს არის მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლინება და ჭეშმარიტ რწმენასთან ერთად, აუცილებელი პირობაა ადამიანის სულის ცხონებისა: «ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“... ეს ციტატა „მათეს სახარებიდან“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ წინა საშობაო დღეებში!...“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი