სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორის N12 საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა წურწუმია სასწავლო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
28-01-2020
-
+


გორის N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლელა წურწუმია სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

პროგრამის ხანგრძლივობაა მიმდინარე წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით. პროგრამის ფარგლებში ვიზიტები დაგეგმილია შემდეგ ქალაქებში - Washington DC; Baltimore; Tulsa; Portland; Seattle; Boston.

„ოცნებები ყოველთვის ხდება თუ არის დიდი რწმენა, შრომა და შრომის დამფასებელი ადამიანები.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით IVLP პროექტს „სკოლის მასწავლებლების როლი 21-ე საუკუნეში", ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება საქართველოს რესპუბლიკიდან განათლების სფეროში მომუშავე ხუთი ადამიანი.

აშშ-ში სასწავლო ტურის შედეგად პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან: აშშ-ში არსებულ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მომავალი მასწავლებლების მომზადებაზე, ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ არსებული მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, სკოლის საბჭოს წარმომადგენლებისა და განათლების სფეროს სხვა სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და სერტიფიცირებაზე. ვიზიტის მონაწილეები შეისწავლიან სკოლის ბაზაზე არსებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების წარმატებულ მოდელს ამერიკულ პროგრამებს მასწავლებელთა კორპუსისასთვის, რომლებიც ეფექტიანად, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ახდენენ კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვას ეკონომიკურად შეჭირვებულ და ეთნიკურად მრავალფეროვან თემში ზემოთ აღნიშნულ პრაქტიკის გაცნობის შემდეგ, ვიზიტის მონაწილეები მიიღებენ ახალ ცოდნას, რომლის ადაპტირებასაც მოახდენენ საქართველოში ადგილობრივად არსებული კონტექსტის შესაბამისად, რათა იგი გამოიყენონ საკუთარ სამუშაო პრაქტიკაში. ამით პროგრამის მონაწილეები დადებით როლს ითამაშებენ საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირეისა და რეფორმების განხორციელების პროცესში.

სასწავლო ტურის მიზანია შემდეგი საკითხების შესწავლა: როგორ მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ კვალიფიციური სკოლის დირექტორები და მასწავლებლები როგორ წავახალისოთ განათლება ეკონომიკურად შეჭირვებულ და სოფლად არსებულ ლოკაციებში, როგორ შევიმუშავოთ და განვახორციელოთ პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა, როგორ წავახალისოთ უწყვეტი განათლება და პროფესიული განვითარება სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებში, როგორ უზრუნველვყოთ და მუდმივად გავაუმჯობესოთ სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხარისხი.

პროგრამის ხანგრძლივობაა 2020 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით. პროგრამის ფარგლებში ვიზიტები დაგეგმილია შემდეგ ქალაქებში - Washington DC; Baltimore; Tulsa; Portland; Seattle; Boston. პროგრამის ადმინისტრირებას უწევს ჯეიმს ჰორსმანი და დელანა დინაპოლი. მსოფლიო სასწავლო პროგრამა მუშაობს პროგრამის ოფიცერთან ნაომი ფეიგენბაუმთან და სახელმწიფო კოორდინატორთან ტონია უოლესთან“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება