სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში პროექტი - „პოზიტიური და თანამშრომლობითი გარემოს ხელშეწყობა“ ხორციელდება
27-01-2020
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლა დატვირთული სასწავლო და შემოქმედებითი განრიგით მუშაობს.

სკოლაში ჩატარდა პროექტის - „პოზიტიური და თანამშრომლობითი გარემოს ხელშეწყობა“ შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც პროექტის ხელმძღვანელმა ლიდერთა ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობა შეაჯამა. შეხვედრაზე სამომავლო აქტივობებიც დაიგეგმა.

პროექტის ხელმძღვანელი დარეჯან იმნაიშვილია, რომელიც ლიდერთა ჯგუფთან ერთად სწავლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე მრავალფეროვან აქტივობებს ახორციელებს.

სკოლის დირექციამ პროექტში აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის  ლიდერთა ჯგუფის წევრები: ასმათ დიასამიძე, ნინო ცეცხლაძე, ლელა ვაშაყმაძე, ირმა დავითაძე, ხათუნა დავითაძე, თამარ გორგილაძე, ციალა მგელაძე და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მართა დობორჯგინიძე, სიგელებით დააჯილდოვა.

პროექტი - „პოზიტიური და თანამშრომლობითი გარემოს ხელშეწყობა“ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი კონფლიქტური სიტუაციების პრევენციას ისახავს მიზნად, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას სკოლის თანამშრომლებს, პედაგოგიურ კოლექტივს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის. ამიტომაც პროექტში აქტიურადაა ჩართული სკოლის ყველა რგოლი: დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, ტექნიკური და სამედიცინო პერსონალი და მანდატურის სამსახური.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება