სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში მონაწილეობდნენ
16-01-2020
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები - რიმა სუდაძე, ირა შერგელაშვილი, მარიამ შერგელაშვილი, ანუკი ენდელაძე, გიორგი დათუნაშვილი საქართველოს   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ კონფერენციაში - „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ მონაწილეობდნენ.

მოსწავლეთა პრეზენტაციამ მსმენელთა აღფრთოვანება გამოიწვია. მონაწილეები სერთიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

კონფერენცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება იყო.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 18 პროექტის შედეგებს. მათ, ასევე, დაათვალიერეს ახალციხის N5 და N7 სკოლებში   ორგანიზებული ხელგარჯილობის კლუბებში მომზადებული ბოშური და მესხური თემატიკით დატვირთული ხელნაკეთი   ნივთები, მოისმინეს ქვეპროგრამის ბენეფიციარებისა და მოხალისეების თანამშრომლობით მომზადებული საპრეზენტაციო თემები: მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის თვითმყოფადობის შესახებ.

"აღნიშნული აქტივობები   ხელს   უწყობს  ბოშა   და   მესხ   მოზარდებში  ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათში  სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას,  ასევე, ქვეპროგრამის მოხალისეებში ტოლერანტული განწყობების ზრდასა და თვითშეგნების ამაღლებას მოქალაქედ ფორმირებისთვის", - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება