სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გუნდურ ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავეს
17-01-2020
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გუნდურ ოლიმპიადაში- „განთიადი“ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დიპლომები, ასევე ფასიანი საჩუქრები და შაბათის სკოლის 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი მიიღეს.

ოლიმპიადაში ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ზოია ზაზაშვილი) და მე-6 კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ელისო ლებანიძე, მათემატიკის მასწავლებელი დიანა ზუმბაძე) მონაწილეობდნენ.

მე-3 კლასიდან მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები: ანანო გიგოლაშვილი, ილია მსხვილიძე, მარიამ ბერიძე, მარიამ მერაბიშვილი, ნიკოლოზ კბილაშვილი. მე-6 კლასიდან კი მოსწავლეები: მარიამ ტაბატაძე, მარიამ ჭაბაშვილი, ნინო კაპანაძე, მარიამ ჯვარიძე, მარიამ ილაშვილი.

„2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა გუნდური ოლიმპიადა „განთიადის“ I და II ტური მათემატიკასა და ქართულში. მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებს. გუნდი შედგებოდა ხუთი მოსწავლისგან. გუნდის წევრები ტესტზე მუშაობდნენ ინდივიდუალურად. ყველა მონაწილე გუნდი ორივე ტურში იღებდა მონაწილეობას.

ორივე კლასის მოსწავლეებმა გუნდურ ოლიმპიადაში დაიკავეს საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი და მიიღეს, როგორც დიპლომები, ასევე ფასიანი საჩუქრები და შაბათის სკოლის 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება