ტირძნისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გამართეს
გორის მუნიციპალიტეტის, ტირძნისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი და მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და ღონისძიების სტუმრებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები