TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ალილოს“ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა
07-01-2020
-
+


საშობაო ტრადიციული მსვლელობა „ალილო“, რომელიც თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები გაიარეს.

მსვლელობის ერთი ჯგუფი ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდა, სადაც მათ საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გადასცა. ალილოს მონაწილეები, ასევე, რუსთაველზე - პარლამენტის შენობის წინ, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან შეჩერდნენ, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატები ტკბილეულით დახვდნენ. 

„ალილოს" მონაწილეები საპატრიარქოსთანაც მივიდნენ, სადაც მათ სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქი ილია მეორე დახვდა. უწმინდესმა მათ შობის დღესასწაული მიულოცა და საშობაო ნობათი გადასცა.

ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს მოსახლეობაც გადასცემდა. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები შემდეგ ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია აღდგა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება