სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეს ენების ევროპული დღე აღინიშნება
26-09-2016
-
+


უკვე ტრადიციად იქცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობით 2­­6 სექტემბერს ენების ევროპული დღის საერთაშორისო მასშტაბით აღნიშვნა.

წელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა „ირბახის“ ფარგლებში ქართული ენისა და ანბანის პოპულარიზაციისათვის მომზადდა სასაჩუქრე მასალები: ილუსტრირებული ბროშურა „ქართული ენა“ ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ და რუსულ ენებზე; პოსტერები: „ქართული ანბანი“, „ვისწავლოთ ქართული ენა“, წიგნის სანიშნე ქართული ანბანით; კომპაქტდისკი მუსიკალური ვიდეოკლიპით „ქართული ანბანი“. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  უზრუნველყო ამ მასალების დაგზავნა უცხოეთში არსებული საქართველოს საელჩოებისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, მონაწილეობას იღებენ ენების ევროპული დღის საზეიმო ღონისძიებებში, წარმოადგენენ ქართული ენის კუთხეებს და ქართული ენითა თუ კულტურით დაინტერესებულ უცხოელებს გადასცემენ სასაჩუქრე მასალებს. ეს არის წარმატებული პროექტი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.  

26 სექტემბრის აღნიშვნისათვის ევროპის საბჭოს თანამედროვე ენების ევროპულ ცენტრს აქვს ვებგვერდი – http://edl.ecml.at/, რომელზეც განთავსებულია მრავალფეროვანი ინფორმაცია ენების ევროპული დღისა და მისი აღნიშვნის შესახებ. http://edl.ecml.at/ მრავალენოვანი გვერდია, რომლის ქართული ვერსია (ka) მომზადდა პროგრამა „ირბახის“ ფარგლებში და უკვე აქტიურია.

2016 წლის 26 სექტემბერს ორი წელი სრულდება ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების ვებგვერდის www.geofl.ge ამოქმედებიდან. ვებგვერდზე განთავსებული სასწავლო-მეთოდური მასალები შედგენილია საერთოევროპული ენობრივი განათლების პრინციპების გათვალისწინებითა და ევროპის საბჭოს ენობრივი პოლიტიკის სამმართველოსთან კონსულტაციებით. 

პოპულარული ქართული საიტების რეიტინგის, Top.ge-ს, მონაცემებით 2015 წლის 14 აპრილიდან 2016 წლის 14 აპრილამდე ვებგვერდს 30195 მომხმარებელი ჰყავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ვებგვერდი მუდმივად ივსება ახალი მასალებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება