მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიქთარვის საჯარო სკოლა საკმაოდ აქტიური და წარმატებული მოსწავლეებით გამოირჩევა. გამომდინარე აქედან, სკოლას სხვადასხვა კონკურსში, უამრავი მიღწევა აქვს.
სკოლა მონაწილეობს ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროგრამა ,,მომავლის თაობა“-ში და 2-ჯერ გახდა მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული.
2 წელია სკოლა ჩართულია საერთაშორისო პროექტში etwining. ხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. მოსწავლეებმა გაიმარჯვეს პროექტის იუბილისადმი მიძღვნილ კონკურსში ,,იტვინინგის პოსტერი“, ,,მისალოცი ბარათი“(3D ფორმატი).
ინგლისური ენის პედაგოგი სოფიკო ვაშაკიძე კი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ორ პედაგოგს შორის მოხვდა და გაემგზავრა etwining-ის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე პოლონეთში.
სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლაში მოეწყო ერთკვირიანი ინგლისურენოვანი ბანაკი ,,მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე კალისია უინქის და სკოლის დირექტორის ია კვატაიას ხელმძღვანელობით. ბანაკში იყო როგორც შემეცნებითი, ასევე გასართობი აქტივობები.
სკოლაში 3 წელია მიმდინარეობს ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“ ხელმძღვანელი ნოდარ ბუცხრიკიძე. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ვლინდება საუკეთესო მოაზროვნე და სიმბოლურ საჩუქრად გადაეცემა ბუ. თამაშზე, სტუმრის სტატუსით, იწვევენ, სოფლისა და რაიონის გამოჩენილ ადამიანებს. ასევე მიწვეული ჰყავდათ ,,რა? სად? როდის?“ მოაზროვნე სერგო თევდორაძე.
რაც შეეხებათ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ,,ჯიპრაიდის“ პროგრამაში. (I-VI კლ.)
მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“
გაიზრდება ხელფასები, შეიცვლება დაფინანსების მოდელი და განახლდება კვალიფიკაცია, თუმცა როდის უცნობია - რას ვკითხულობთ მთავრობის 2026-2029 წლის გეგმაში
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
„კალის საჯარო სკოლა ულოცავს მარიამ მარგველანსა და სალომე ხარძიანს ამ დიდ წარმატებას“
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“