სიახლეები
ეტალონი

„არ შეიძლება ნებისმიერი სკოლის დირექტორს „ეტალონის“ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ ჰქონდეს“ - წყალტუბოში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
31-10-2019
-
+


22 ოქტომბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 26 ნოემბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი:

„წყალტუბო და წყალტუბოს საგანმანათლებლო სისტემა „ეტალონთან“ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ. პროექტს ძალიან მაღალ დონზე ვაფასებთ და აქტიურად ვართ ჩართულები. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელსაც როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის აღსაზრდელებისთვის,  ასევე, სხვა მუნიციპალიტეტებისთვის, ძალიან ბევრი წარმატება მოაქვს.

პირველი ეტაპი მაღალ დონეზე ჩატარდა. მოსწავლეთა ჩართულობა ყველა სკოლიდან კარგი იყო. სულმოუთქმელად ველოდებით ამ წლის წყალტუბოს „ეტალონი“ მოსწავლის გამოვლენას“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ლიკა გუგუსიანი:

„ყველაფერი მშვიდობიანად, ნორმის ფარგლებში ჩატარდა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, რომ საკუთარი თავი და სკოლა წარმოეჩინათ და შემდგომ ეტაპზე გადასულიყვნენ. „ეტალონი“ მათ შესაძლებლობას აძლევს თავიანთი ნიჭი ფართო საზოგადოებას გააცნონ. მივესალმებით ამ პროექტს და უკვე წლებია ჩართულები ვართ კიდეც. ბავშვები მთელი წელი მოტივირებულები არიან, ბევრს კითხულობენ, რომ ამ პროექტში მიიღონ მონაწილეობა“.

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა:

„ამდენი მსურველი და ასე აჟიტირებული მოსწავლეები, პოზიტიური განწყობით არასოდეს ყოფილან. ეს „ეტალონის“ დამსახურებაა. მეორე ტურში შვიდი ბავშვი გადავიდა. „ეტალონის“ სიგელების გარდა, მათთვის სიგელები მეც დავამზადე და საზეიმოდ გადავეცი. არ შეიძლება ნებისმიერი სკოლის დირექტორს „ეტალონის“ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ ჰქონდეს, რადგან იგი მოსწავლეებში როგორც შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ „ეტალონი“ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. რომ არა „ეტალონი“, შეიძლება ჩვენ სკოლაში ინტელექტუალური კუთხით ასეთი აქცენტირება არ გვქონოდა. მადლობა ამისთვის „ეტალონს“.  მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის მისასალმებელია“.

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ინგა არაბიძე:

„ეტალონის“ შესარჩევი ეტაპი კარგად ჩატარდა. სხვა წლებთან შედარებით მაღალი შედეგები დაფიქსირდა. მოსწავლეების მზაობა კარგი იყო. შემდეგი ეტაპისთვის დიდი მოლოდინები გვაქვს. გვინდა, რომ ჩვენი მოსწავლე წყალტუბოს „ეტალონის“ მოსწავლე გახდეს“.

ოფურჩხეთის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ უშვერიძე:

„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. საერთო ჯამში, შედეგებიც ნორმალური გვაქვს. „ეტალონი“ მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად სასარგებლო პროექტია. ყოველწლიურად წარმატებები გვაქვს, ასე რომ წელსაც დიდი მოლოდინი გვაქვს. იმედია, ჩვენი სკოლის წარმატებული მოსწავლეები კარგ შედეგებს მიიღებენ და წარმატებებს მიაღწევენ.

ოფურჩხეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირინა ახალაძე:

„ეტალონის“ პირველმა ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეების მაქსიმალური აქტიურობა დაფიქსირდა. მეორე ტურში ვინც გადავიდა, იმედი აქვთ, რომ მუნიციპალურ დონეზეც წარმატებებს მიაღწევენ. მათი შედეგების მიხედვით არის შანსები, რომ შემდეგ ეტაპზე კარგად იასპარეზონ.

საყულიის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ჯიმშელეიშვილი:

„პირველი ეტაპის შესარჩევმა ტესტირებამ მშვიდად ჩაიარა. მოსწავლეების დაინტერესება დიდი იყო. ტესტირებაში ბავშვებმა მაქსიმალური აქტიურობით მიიღეს მონაწილეობა და კმაყოფილებიც არიან. ხელმძღვანელიც კარგი ჰყავდათ. ჩვენთან წელს ტესტირება ელექტრონულად ჩატარდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი ბავშვებისთვის უფრო მისაღები იყო“.

საყულიის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ინანეიშვილი:

„წელს ბავშვებმა „ეტალონის“ ტესტირება ელექტრონულად გაიარეს. პროცესი როგორც გვქონდა დაგეგმილი, ისე წარიმართა. შეფერხება არ გვქონია. შემდეგი ეტაპისთვის უკეთეს შედეგებს და მოსწავლეთა უფრო მეტ აქტიურობას ველოდებით.

საყულიის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეონა გოდუაძე:

„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ბავშვებში მოტივაცია ძალიან მაღალი იყო. კონკურსმა მათში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია. ჩემი აზრით, ამ პროექტით მოსწავლეთა შემეცნებითი და ინტელექტუალური დონე მეტად ამაღლდება. შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეები „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში დიდი ხალისით ერთვებიან. შემდეგი ეტაპისთვისაც ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს“.

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია:

„ეტალონი“ ჩვენს სკოლაში ძალიან უყვართ. ის ბავშვის ინტელექტუალურ დონეს კარგად წარმოაჩენს. ბავშვებმა იციან, რომ ეს არის მრავალმხრივი შეკითხვებით გაჯერებული კითხვარი, სადაც არა მარტო სასკოლო, არამედ ზოგადი ცოდნა მოეთხოვებათ. ეს კონკურსი იმითაც არის კარგი, რომ მასში ისეთი ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას, რომლებიც სკოლაში შეიძლება არ იყვნენ ძალიან ძლიერები, მაგრამ ზოგადად აინტერესებდეს ლიტერატურა და სხვადასხვა მეცნიერებები.

ვისურვებდი, რომ მომავალშიც არსებობდეს ასეთი ინტელექტუალური თამაშები, რომლებიც ჩვენი მომავალი თაობის ცნობიერებასა და მოტივაციას გაზრდის და მეც ხელს შევუწყობ სკოლაში მათ ჩატარებას.

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარინე გურეშიძე:

„ეტალონის“ შესარჩევ ეტაპზე აქტიურობა შეიმჩნეოდა. ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ. მონაწილეობის სურვილი სკოლის 30-მა მოსწავლემ გამოთქვა. ჩვენ თავს გამოვცდითო, ჩემპიონატზე რამდენიმე ამ აზრით გავიდა. შედეგებით კმაყოფილი ვართ, რადგან 4-მა ბავშვმა მაღალი შედეგი აჩვენა. მერვეკლასელებმა გაგვაკვირვეს. ნაკითხი ბავშვები არიან და ცოდნა გამოამჟღავნეს კიდეც. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო ეტაპზეც წარმატებას მიაღწევენ“

მესხეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნაზი სადილიანი:

„შარშან წყალტუბოს „ეტალონი“ მოსწავლე ჩემი სკოლის მოსწავლე გახდა. ეს სასიხარულო იყო სკოლისთვის და ამ მიღწევამ სოფელშიც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. „ეტალონში“ დიდი ხანია ვართ ჩართულები. ეს პროექტი ძალიან მომწონს და მიყვარს. ბავშვების აქტიურობას თვალყურს ვადევნებ. სასიამოვნო პროექტია და არც მიკვირს, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის დამსახურებით ასეთი რომ იყოს.

წლევანდელ „ეტალონზეც“ მობილიზებულები ვიყავით. ხელმძღვანელი პედაგოგი კვლავაც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის საქმეს. მომდევნო ტურში ორი მეცხრეკლასელი გადავიდა. იმედია გარკვეულ წარმატებას მივაღწევთ. თუ ვერ მივაღწევთ, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვები ჩემპიონატზე მიდიან, ნახულობს რა და როგორ ხდება“.

მესხეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლელა მარგველაშვილი:

„ეტალონისთვის“ ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მუშაობდნენ. პროექტით ძალინ დაინტერესდნენ და სიხარულით ჩაერთნენ. დამოუკიდებლად იმუშავეს და მითითებულ დროში ჩაეტივნენ. ორი მოსწავლე მეორე ტურში გადავიდა. მომდევნო ტურში როგორ იასპარეზებენ ვერ ვიტყვი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ წარმატებით გაართმევენ თავს“.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება