სიახლეები
საინტერესო , რჩევები

რამდენი ფინჯანი ყავა უნდა მიირთვას მასწავლებელმა დღეში, რომ გაკვეთილებზე მობილიზებული იყოს?
01-10-2019
-
+


ესპრესო, კაპუჩინო, ამერიკანო, ლატე, თურქული... - თქვენ რომელს ირჩევთ? ფინჯანი ყავის გარეშე დილის დაწყება ბევრი ადამიანისთვის თითქმის წარმოუდგენელია. ეს არომატული სასმელი ზოგისთვის გამოფხიზლების საშუალება, ზოგისთვის კი უბრალოდ ჩვევაში გადასული რუტინის ნაწილია. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი მიღების საუკეთესო დრო 10-დან 12 საათამდეა, ბოლო ჭიქა კი დღის მანძილზე, 14 საათზე გვიან არ უნდა მიირთვათ - ასეთია სპეციალისტები რეკომენდაცია.

ყავა არის აღმგზნები ნივთიერება, მასში შემავალი კოფეინის გამო. თუ გინდათ ორგანიზმი გამოაფხიზლოთ, ყავა და კოფეინი საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ, ვისაც ქრონიკული გადაღლა აწუხებს და სამუშაო საათებში სიფხიზლე სჭირდება, ამ სასმელზე უარი არ უნდა თქვას.

ფაქტია, რომ ყავის ფინჯანი ჩვენი სამუშაო მაგიდის განუყოფელ ნაწილად იქცა. მათ შორის გამონაკლისი არც მასწავლებლები არიან. ისინი გამუდმებით გონებით მუშაობენ, რაც ფიზიკურ დატვირთვაზე არცთუ ნაკლებად დამღლელია. დღეში ჩატარებული რამდენიმე გაკვეთილი და რამდენიმე ათეული აქტიური მოსწავლის გაძღოლა, რვეულების გასწორება, მომავალი გაკვეთილისთვის მომზადება, სახლში მოსული მოსწავლეების მეცადინეობა - ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მოითხოვს, ენერგიის წყარო კი კოფეინია. მათთვის, ვისაც გონებრივი სამუშაო აქვს, დღეში 2 ჭიქა ყავის დალევა სრულიად საკმარისია. მეტი რაოდენობის მიღება უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია და არავითარი დადებითი ეფექტი არ მოაქვს. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი დოზით კოფეინის მიღებას უარყოფითი გავლენის მოხდება შეუძლია, ამიტომ დაიცავით ზომიერება. 

ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესია - სტრესული პროფესიების რიგშია, პედაგოგები მუდმივად თვალ-ყურს ადევნებენ მოსწავლეების ქცევას და მათთვის მაქსიმალურად იხარჯებიან. ამიტომ, ყავა მათთვის აუცილებელიც კია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავას შეუძლია ებრძოლოს სტრესს, მის არომატულ სუნსაც კი შეუძლია სტრესის დონე შეამციროს. კოფეინი ერთგვარი ანტიდეპრესანტია, რომელსაც შეუძლია სწრაფად შეითვისოს „ბედნიერების ჰორმონი“. ყავა იმ პროდუქტების რიგშია, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას, ახანგრძლივებს ტვინის მუშაობას, ზრდის რეაქციის სიჩქარეს, ამძაფრებს ყურადღებას და კონცენტრაციას. ამიტომ დატვირთული საგაკვეთილო პროცესის დროს ის დაგეხმარებათ მუდმივად მობილიზებული იყოთ.  ამასთან, მეცნიერები ყავაში კაკაოს დამატებას გვირჩევენ. ამგვარი სასმელი გაზრდის კონცენტრაციის უნარს და დაამშვიდებს ნერვებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კოფეინი წნევას მაღლა სწევს, იწვევს გულის აჩქარებას, რის გამოც მისი ჭარბი რაოდენობით მიღებისგან ზედმეტად გადატვირთულ დღეებში ან შეუძლოდ ყოფნისას თავი შეიკავეთ.

მოთენთილობისგან თავის დაღწევის გარდა, ყავას სხვა დადებითი მხარეც აქვს. ყავა გულისთვის სასარგებლოა - კვირაში ყოველი დამატებითი ფინჯანი ინფარქტის რისკს 7%-ით, ინსულტისას კი - 8%-ით ამცირებს.  ამ დასკვნამდე ამერიკის გულის ასოციაციის სპეციალისტები, გრძელვადიანი კვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ მივიდნენ.  სამეცნიერო ნაშრომებში ასახულია, რომ ყავის ყოველდღიური მიღება ნაადრევი სიკვდილის განვითარების და სხვადასხვა სახის სიმსივნის რისკსაც კი  ამცირებს.

ახლა კი საჭიროა იცოდეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ყავა და გადაამოწმოთ, ხართ თუ  არა თქვენც, მათ სიაში. თუ ნაღვლის ბუშტში ნალექი, ღვიძლის პრობლემა, თირკმელში კენჭოვანი დაავადება გაქვთ, ამ სასმელზე უარი უნდა თქვათ და სხვა რამით ჩაანაცვლოთ.

ყავის მოყვარულებმა აუცილებელია მისი სწორად არჩევაც იცოდეთ. ყავა, რომელსაც თქვენ მიირთმევთ შეიძლება სულაც არ არის ყავა. სოიო, წაბლი, ქერი, რკო, ვარდკაჭაჭა - ეს იმ მცენარეების ჩამონათვალია, რომლისგანაც ყავას “აყალბებენ“. ფალსიფიცირებულის ამოცნობა კი სულაც არ არის რთული, მისი ნამდვილობის გასაგებად, საჭიროა ერთი ჭიქა დაფქვილი ყავა ჩაყაროთ ცივ წყალში - თუ წყლის ზედაპირზე დარჩა და არ ჩაიძირა, ან ჩაიძირა და სითხე არ გააფერადა, ე.ი ყავა ნამდვილია. ხოლო თუ პირიქით მოხდა, მაშინ თქვენ ყავის ნაცვლად სხვა მცენარეს მიირთმევთ. შემოწმების იგივე მეთოდს შეგიძლიათ მიმართოთ მარცვლების შემთხვევაშიც.


კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

რესურსცენტრები, მასწავლებლის  სახლი, პედაგოგები... - ცნობილია, რაზე ისაუბრებს მინისტრი ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაციაზე

მასწავლებლები დოკუმენტაციის შეფასებით და გასაუბრებით შეირჩევიან - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს დაწესებულებაში

წარჩინებული სტუდენტები ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
აქტივობა  „პერსონჟის სკამი“ მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პირველადგილოსნები კონკურსის შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ

მასწავლებელი ნინო საკანდელიძე სწავლებისას არაერთ საინტერესო მეთოდსა თუ აქტივობას მიმართავს
 
საინტერესო

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება