სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სამასწავლებლო

„დიდი მოტივაციით ვიწყებთ სასწავლო წელს“- გამარჯვების საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა
12-09-2019
-
+


საქართველოს საჯარო სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამჟამად პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამარჯვების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.

რამდენად კმაყოფილია სკოლის ადმინისტრაცია ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით?-ამ საკითხზე სასაუბროდ ETALONI.GE სკოლის დირექტორს ნინო სულიაშვილ-არაბულს ესაუბრა.

- გვიამბეთ სკოლაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ? 

- სკოლის სარეაბილიტაციო პროცესი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“, „მილენიუმისა“ და „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების  სააგენტოს“ ერთობლივი პროექტით განხორციელდა. ექსპერტების ვარაუდით, კახეთში ყველაზე საუკეთესოდ ჩვენი სკოლა გარემონტდა.

- რამდენად ძვირი დაჯდა სკოლის რეაბილიტაცია?

- სკოლის რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირი დაჯდა, რადგან სკოლა 1980 წელს არის აშენებული და სარემონტო სამუშაოების დაწყებისას აღმოჩნდა,  რომ კედლები უსაფრთხო არ იყო. ამიტომ, ზოგიერთი კედლის თავიდან ამოშენება გახდა საჭირო.

- გაქვთ თუ არა სკოლაში სპორტდარბაზი და ლაბორატორიები?

- დიახ, სკოლას გააჩნია საუკეთესო სპორტდარბაზი და ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა კი აღჭურვილია ძალიან კარგი ინვენტარითა და სამკითხველო დარბაზით.

- რამდენად ადაპტირებულია სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის?

- სკოლას აქვს საკმაოდ კეთილმოწყობილი და ადაპტირებული რესურს ოთახი შშმ პირებისთვის, პანდუსები, ადაპტირებული საპირფარეშო და შესასვლელი.

- რამდენ მოსწავლეზეა გათვლილი სკოლა?

- ჩვენი სკოლა 350 მოსწავლეზე იყო გათვლილი, თუმცა ამჟამად 110 მოსწავლე სწავლობს.

- არის თუ არა სკოლაში ისეთი ხარვეზი, რომლის მოგვარებაც გნებავთ?

- ამჟამად ჩვენს სკოლაში არანაირი ხარვეზი არ არსებობს, რომლის მოგვარებასაც ვისურვებდი. მიმდებარე ეზოს აკეთებენ, თუმცა იმის იქით სამშენებლო ნარჩენი გასატანია და იმედია, ამ პროცესშიც დაგვეხმარებიან.

- როგორი განწყობით იწყებთ ახალ სასწავლო წელს?

- ძალიან გახარებულები ვართ, დიდი იმედითა და მოტივაციით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს. იმედი მაქვს, სასწავლო პროცესიც გარემოს შესაფერისი იქნება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება