სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N172 საჯარო სკოლაში პროექტი -„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა
10-09-2019
-
+


თბილისის N172 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს პროექტი -  „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა. 

პროექტში მე-2 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები, დამრიგებელი ნინო თინიკაშვილი, სკოლის ექიმი მაკა ნაცვლიშვილი, სპორტის მასწავლებელი ნანა სუხიტაშვილი მონაწილეობდნენ. 

„აღნიშნული პროექტის უმთავრესი მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, რამდენადაც, როგორც ჩვენთვის ცხადი გახდა, ბავშვობაში არჩეული ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზრდასრულობის ასაკში ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გარანტია. ამ მიზნით, ვფიქრობ, სწორი იყო ინტერნეტრესურსის გარდა იმ სფეროს წარმომადგენლებთან გასაუბრება, რომელთაც უფრო კონკრეტული ინფორმაცია გააჩნდათ აღნიშნულ საკითხზე. ბავშვებს საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დარჩათ ექიმთან და სპორტის მასწავლებელთან გასაუბრების შემდეგ, ვინაიდან მათ ზოგადი ინფორმაციის გარდა კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებიც მიიღეს, რამაც მათ გაუმყარა წარმოდგენა იმაზე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. შეხვედრების განმავლობაში აქცენტები განსხვავებული იყო, ექიმისგან ძირითადად მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორ რაციონს ადამიანის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ექიმისგან მიიღეს რჩევები დღის აუცილებელი რეჟიმის შესახებ, რომელშიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოაზრებული საკმარისი დასვენება ღამით. რაც შეეხება სპორტის მასწავლებელს, ამ შემთხვევაში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობები სხეულის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად და გაცვალეს საკუთარი შეხედულებები სპორტის სხვადასხვა სახეობის შესახებ.

უქმე დღეების დროს ჩატარებულმა ერთობლივმა სპორტულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეების მეტ ინტეგრაციას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, თავის მხრივ, პროექტის მონაწილეები უკვე თავიანთ სოციუმში გაავრცელებენ ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების შესახებ.

პროექტის ბოლოს აშკარა გახდა, რომ ბავშვებმა დაინახეს ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობა, განსაზღვრეს საკუთარი დღის კვებითი რაციონები, ჩაერთვნენ სპორტულ აქტივობებში და თავადაც დაიწყეს საკუთარ სოციუმში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა რაც, ვფიქრობ პროექტის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა“,-აღნიშნავს პედაგოგი. 

პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება