სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„შედეგები მაინცდამაინც სახარბიელო არ არის“ - დირექტორები პედაგოგთა გამოცდებს აფასებენ
09-09-2019
-
+


2019 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდის საბოლოო შედეგები ცნობილია. ცნობილია აგრეთვე ხელახალი გამოცდების რეგისტრაციის თარიღიც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება.

ETALONI.GE დაინტერესდა, რამდენად კმაყოფილები არიან პედაგოგები გამოცდაზე მიღებული შედეგებით და ამ თემაზე სასაუბროდ  სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ენაგეთის საჯარო სკოლის დირექტორი შუქურა მძელური:

„ჩვენი სკოლის 5 პედაგოგი გავიდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდებზე. 2 პედაგოგი შემოდგომაზე აბარებს პროფესიული უნარების გამოცდებს, ხოლო,1 პედაგოგი საგნობრივ გამოცდებს. 1 პედაგოგს კომპეტენცია დასადასტურებელი აქვს, 1-მა კი გაკვეთილები უნდა ჩაატაროს. რაც შეეხება პენსიონერ პედაგოგებს, 1 პენსიონერი მასწავლებელი ჯილდოზე გავიდა, 2 კი ვაგრძელებთ მუშაობას. მე ჩავაბარე პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები და შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ვარ“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიკლაური:

„ჩვენი სკოლის 4 მასწავლებელი მონაწილეობდა პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე. 3-მა მათგანმა შეძლო პროფესიული უნარების ჩაბარება, საგნობრივი გამოცდა კი ვერც ერთმა ვერ ჩააბარა. 1 პედაგოგი  უფროსი მასწავლებელი გახდება. პედაგოგები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს აღნიშნული გამოცდები, ნოემბერში აუცილებლად გავლენ განმეორებით გამოცდებზე. ჩვენი სკოლის 4 პენსიონერი პედაგოგი წავიდა ჯილდოზე, ხოლო 1 მასწავლებელი, რომელიც არც გამოცდაზე გავიდა და არც ჯილდოზე, იანვრამდე გააგრძელებს მუშაობას სკოლაში. 1-მა პედაგოგმა გამოცდა ჩააბარა და სტატუსს იმაღლებს“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ოძისის  საჯარო სკოლის დირექტორი როენა კვიციანი:

„პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე ჩვენი სკოლის 6 პედაგოგი მონაწილეობდა, მათგან გამოცდების ჩაბარება 2-მა მათგანმა შეძლო. პედაგოგები, რომლებმაც ვერ შეძლეს გამოცდების ჩაბარება, ნოემბერში ჩააბარებენ განმეორებით გამოცდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებენ სკოლას. 8 პენსიონერი მასწავლებელი ტოვებს სკოლას, მეც პენსიონერი ვარ, თუმცა გამოცდა ჩაბარებული მაქვს“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭყვიშის საჯარო სკოლის დირექტორი ფრიდონ ლეკიშვილი:

„პედაგოგთა კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდაზე ჩვენი სკოლის 3 მასწავლებელი მონაწილეობდა და შედეგებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან. 2 პენსიონერი მასწავლებელი ჯილდოზე გავიდა და ძალიან კმაყოფილები არიან ამ გადაწყვეტილებით“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჩორჯოს საჯარო სკოლის დირექტორი კანელი კენჭაძე:

„მიმაჩნია, რომ მასწავლებელი, რომელიც ზღვარს ვერ გადალახავს, სკოლაში არ უნდა მუშაობდეს. ჩვენი სკოლის 4 პედაგოგი გავიდა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე. ის პედაგოგები, რომლებიც ვერ დაადასტურებენ კომპეტენციას, შემოდგომაზე გავლენ გამოცდებზე, ხოლო თუ განმეორებით გამოცდასაც ვერ ჩააბარებენ, გზას დაუთმობენ სერტიფიცირებულ პედაგოგებს. ჩვენი სკოლის 4 პენსიონერი მასწავლებლიდან 3 ჯილდოზე წავიდა, 1 კი ცდილობს კვალიფიკაცია დაადასტუროს“.

ხონის მუნიციპალიტეტის ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა კიკნაძე:

„ჩვენი სკოლის 9 პედაგოგი მონაწილეობდა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე, მათგან მხოლოდ 2 პედაგოგს დააკლდა ქულები. რაც შეეხება პენსიონერ მასწავლებლებს, სკოლის 2 პენსიონერი მასწავლებელი გავიდა ჯილდოზე“.

მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან გურჩიანი:

„მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე ჩვენი სკოლის 7 მასწავლებელი გავიდა, მათ შორის, იყვნენ პენსიონერები. მასწავლებლებს ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ 1 ეტაპი და ველოდებით საბოლოო შედეგებს“.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი ვლადიმერ შენგელია:

„ჩვენი სკოლის 17 მასწავლებელი მონაწილეობდა პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე. შედეგები მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, რადგან მიღებული ქულებიდან ყველაზე მაღალი 7 იყო, დანარჩენებმა კი 7-ზე ნაკლები ქულები მიიღეს. მასწავლებლები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს აღნიშნული გამოცდები, შემოდგომაზე აუცილებლად გავლენ განმეორებით გამოცდებზე. ჩვენი სკოლის მასწავლებლების გამოცდების შედეგები პროფესიულ უნარებსა და საგნობრივ გამოცდებზე თითქმის ერთნაირია“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება