სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N172 საჯარო სკოლაში პროექტი „ჩვენ და ჰიგიენა“ განხორციელდა
06-09-2019
-
+


თბილისის N172 საჯარო სკოლაში პროექტი „ჩვენ და ჰიგიენა“ განხორციელდა. 

პროექტში III კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგი და დამრიგებელი ლელა მამულაშვილი და სკოლის ექიმი მონაწილეობდნენ. 

„აღნიშნული სოციალური პროექტის ძირითად თემას წარმოადგენს ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობა და წესების დაცვა. ამ ასაკში მყოფი ბავშვებისთვის ერთ-ერთ ჩვენი ეპოქის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას სწორედ ჰიგიენის წესების დაცვა სახელდება. ხშირ შემთხვევაში წესების დარღვევის მთავარ მიზეზად სიზარმაცე სახელდება. რაზეც ჩატარებული კვლევა მიუთითებს.  სწორედ ამ და სხვა ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალიზაციისთვის გადავწყვიტე ამ თემაზე ყურადღების შეჩერება.

უმნიშვნელოვანესია ამ ასაკიდანვე მიეწოდოს ბავშვს ინფორმაცია აღნიშნულ თემატიკაზე. მით უმეტეს, რომ ამით ისინი პირველ რიგში საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უფრთხილდებიან. სწორედ ამიტომ, შევეცადე ოპტიმალური გზებით ამემაღლებინა მათი ცნობიერება. პირველ ყოვლისა დავისახე რამდენიმე ამოცანა და სამოქმედო გეგმა. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მოხდა ჰიგიენის დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მომდევნო ეტაპზე ჩატარდა გამოკითხვა. აღსანიშნავია, რომ თითოეული აქტივობის შემდეგ იზრდებოდა თემატიკით დაინტერესებულთა რიცხვი. მოსწავლეები უკვე ერთმანეთს მიუთითებდნენ როგორ უნდა ეზრუნათ ჰიგიენაზე. შეხვედრა ჩატარდა 16 აპრილს, გაკვეთილების შემდეგ სკოლის მიმდებარე სკვერში. გამზადდა ბარათები სადაც ჩამოთვლილი იყო რამდენიმე ჰიგიენის წესი. ესენია: პირის ღრუს ჰიგიენა, ფრჩხილის მოვლა, ხელების ჰიგიენა, სუფთა და ჯანსაღი თმა.  მოსწავლეებმა გაუზიარეს ერთმანეთს თავიანი ჰიგიენის წესები. გააცნეს ერთმანეთს ამ თემაზე გაგონილი ფაქტები და ისტორიები. ექიმმა განსაკუთრებული რჩევები მშობლებს მისცა თუ როგორ თამაშითა და ხალისით არის შესაძლებელი მოსწავლეებს შევაყვაროთ ჰიგიენის წესების დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება შეხვედრაზე კანფეტებს და მისგან გაფუჭებულ კბილებს დაეთმო. საბოლოო ჯამში მოსწავლეები შეთანხმდნენ რომ მიირთმევდნენ კანფეტების განსაზღვრულ ოდენობას. მე და სკოლის ექიმი მშობლებთან ერთად შევთანხმდით რომ მონიტორინგს გავუწევთ მოსწავლეების მიერ ჰიგიენის წესების დაცვას.

პროექტზე მუშაობისას ხელშემშლელ ფაქტორად შესაძლებელია ჩაითვალოს ის რომ, შეხვედრის მეორე ნაწილის დროს ძლიერ მოიღრუბლა და მოგვიწია საკლასო ოთახში დაბრუნება. ამან ცოტათი იმოქმედა მზით განებივრებული ბავშვების ხასიათზე. თუმცა, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვით და კიდევ ერთხელ ვნახეთ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი პირის ღრუს სისუფთავეზე.

პროექტის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოებს ვთვლი დამაკმაყოფილებლად. ვინაიდან, აღნიშნულ პროცესში გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და მშობლებში. ამასთანავე აღსანიშნავია რომ შეხვედრის შემდგომ დღეებში მოსწავლეები ერთმანეთს ეკითხებოდნენ და მითითებებს აძლევდნენ ჰიგიენის წესების დაცვასთან დაკავშირებით“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება