სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაცვლად ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“ - თბილისის N11 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო რაზმაძე
06-09-2019
-
+


თბილისის N11 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო რაზმაძემ პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ნინო რაზმაძე თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში 30 წელია მუშაობს. 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. თავდაპირველად ორი წლის განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი, შემდეგ კი სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე დაწყებით კლასებში შევედი და დღემდე დავრჩი.

ჩემი თვალთახედვით, კარგი მასწავლებელი უნდა ჩაწვდეს ბავშვის ფსიქოლოგიას, გაიაზროს ყველა ის მიზეზი, რომელიც მის ქცევას განაპირობებს. მასწავლებელმა ბავშვს უნდა მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს ცოდნა და გამოამჟღავნოს თავი.

გამიჭირდა სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება. რომ წარმოვიდგენდი, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევდა, გული მეკუმშებოდა. თუმცა, გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაცვლად ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა პრაქტიკა შეიძინონ, იმიტომ რომ თეორიული ცოდნა ერთია, პრაქტიკული – მეორე. ძალიან მიყვარს ახალგაზრდები, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ, მათ სხვა ენერგია და სული შემოაქვთ სკოლაში.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებაში ასეთი რამ დავინახე: სახელმწიფომ პირველი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის დაფასებისკენ. მე ამას მივესალმები! ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მასწავლებლის პროფესია გახდეს პოპულარული. სახელმწიფო რომ სათანადოდ დააფასებს მასწავლებელს, ამ პროფესიისადმი საზოგადოების ზოგადი განწყობაც შეიცვლება“,- აღნიშნავს ნინო რაზმაძე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება