სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N172 საჯარო სკოლაში პროექტი - „ხუმრობა თუ დაცინვა?!“ განხორციელდა
05-09-2019
-
+


თბილისის N172 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს პროექტი - „ხუმრობა თუ დაცინვა?!“ განხორციელდა. 

პროექტში I კლასის მოსწავლეები, უფროსკლასელები და პედაგოგი ნანა კახაძე მონაწილეობდნენ. 

„სოციალური პროექტის ძირითად თემას წარმოადგენს ბულინგის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა დაბალი კლასის მოსწავლეებს შორის. ხშირად გაუცნობიერებლად წარმოთქმული ხუმრობა აღიქმება როგორც დაცინვა, ამიტომ მნიშნველოვანია მოსწავლეებმა ზღვარი გაავლონ ამ ორ ცნებას შორის.

პირველ რიგში მათ განვუმარტე რას გულისხმობს ბულიგნი. როდესაც მოსწავლეებმა გააცნობიერეს რომ ბულინგი ჩაგვრაა და ზიანის მომტანია, შემდეგ წამოვწიე თემა ხუმრობა და დაცინვა. მოსწავლეები დაფიქრდნენ, ზოგს დარცხვენილი სახეც კი შევატყე . სიტუაციის განმუხტვისთვის მათ შევთავაზე ნახატების სახით გადმოეცათ ხუმრობა და დაცინვა. ფილმ Loser-ის შემოკლებული ვერსიის ნახვის შემდგომ კი მათ თავად განმარტეს ბულინგი რას გულისხმობდა. მოსწავლეებმა გაიხსენეს პირადი თუ დანახული ისტორიები, როდესაც ხუმრობამ დაცვინის სახე მიიღო. აქვე გავარჩიეთ რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ფაქტი კლასში. ინციდენტის ორივე მხარე შეთანხმდა რომ ეს უნებლიედ მოხდა და მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა. დისკუსიის ბოლოს კი წავიკითხეთ წერილი „წრიპა ჩარლი“.

ვფიქრობ, ჩანაფიქრმა გაამართლა. ახლა მოსწავლეები უფრო სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ერთმანეთს. პროექტის თითოეულმა ბენეფიციარმა მიიღო ინფორმაცია ბულინგის შესახებ, ახლა უკვე მათ იციან თუ რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს მათ გადაწყვეტილებას“,-აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.

პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება