სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საკადრო ცვლილებები ნოსტალგიური სევდის მომგვრელიცაა“ - გაუწყინარის სკოლის პედკოლექტივი ახალ მასწავლებლებს წარმატებას უსურვებს
05-09-2019
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის, გაუწყინარის საჯარო სკოლას ახალი მასწავლებლები ჰყავს.

სკოლის პედკოლექტივი ახლად დანიშნულ მასწავლებლებს წარმატებას უსურვებს და მათი წინამორბედებების ღვაწლს აღნიშნავს. 

„დღეს ჩვენს სკოლაში ახალი კადრები მოვიდა: ისტორიის მასწავლებლად მერაბ თოფურია, სამოქალაქო განათლების მასწავლებლად ნათია ტრაპაიძე, ბიოლოგიის მასწავლებლად მაია ყუბანეიშვილი, ხოლო მუსიკის მასწავლებლად კი მარინა კეშელავა დაინიშნა შესარჩევი კონკურსის შედეგად, რასაც ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს. ეს სიახლე რასაკვირველია დადებითი მოვლენაა გაუწყინარის საჯარო სკოლაში. აღნიშნული პედაგოგების უმრავლესობა სერტიფიცირებულია, მათგან აღსანიშნავია ქალბატონი მაია ყუბანეიშვილი, რომელსაც დოქტორის სამეცნიერო ხარისხი აქვს, რაც პირველი შემთხვევაა სკოლის არსებობის მანძილზე. ამასთანავე, ეს საკადრო ცვლილებები, გარკვეულწილად, ნოსტალგიური სევდის მომგვრელიცაა, ვინაიდან სკოლა დატოვეს ისეთმა ღვაწლმოსილმა პენსიონერმა პედაგოგებმა, როგორებიცაა ქალბატონი ენძელა ვერულაშვილი (ძიძიგური), ქალბატონი ციალა გოგოლაძე, ქალბატონი ლალი მგელაძე და ქალბატონი ნინა (ნუნუკა) ხონელიძე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაუღალავად ემსახურებოდნენ მომავალი თაობების აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეს. ამ პიროვნებათაგან, რომლებიც ცოცხალ ლეგენდებსა და ყველასათვის მისაბაძ მაგალითებს წარმოადგენენ არა მარტო სკოლისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის, აღსანიშნავია ყველასათვის საყვარელი ქალბატონი ენძელა მასწავლებელი, ის ადრეული ახალგაზრდობიდანვე სხვადასხვა სკოლაში ეწეოდა საგანმანათლებლო-აღმზრდელობით საქმიანობას, იყო გაუწყინარის სკოლის დირექტორი, როგორც ისტორიკოსი, მოსწავლეებს უნერგავდა სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას, უჩვენებდა მათ „რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე “. ამ პიროვნებას სკოლის პედაგოგობა და მართვა მოუხდა ისეთ მძიმე პირობებში, როდესაც საქართველოში სამოქალაქო და აფხაზეთის ომები მძვინვარებდა, ქვეყანა გაღატაკდა, სოფელი და სკოლა დაიბომბა, იყო მსხვერპლი, მძიმე კრიმინოგენული ვითარება, მაგრამ ენძელა მასწავლებელს თავისი დიადი პრინციპებისათვის არასოდეს უღალატნია. იგივე შეიძლება ითქვას ციალა მასწავლებელზეც, რომელსაც დიდი ხნის გამავლობაში ევალებოდა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა აღზრდა - განათლება, მათზე დედობრივი მზრუნველობის გაწევა, მათთვის კარგისა და ცუდის დანახვება. აგრეთვე, ბიოლოგიისა და ბუნების პედაგოგი ლალი მასწავლებელი, მუდამ მოსწავალეთა წრეში ტრიალებდა, იყო მათთვის კარგი დამრიგებელი და არა მარტო სკოლის კედლებში. სწორედ ამის გამოა რომ ამ ქალბატონს დღესაც დიდი მოწიწებით ეპყრობიან უკვე დავაჟკაცებული და დაქალებული ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მისი მოსწავლეები იყვნენ. და ბოლოს, მუსიკის პედაგოგი ქალბატონი ნუნუკა მასწავლებელი. ამ პიროვნების ღირსებებზე ბევრი საუბარი ვფიქრობ არც არის საჭირო. ის გაუწყინარის სკოლის მოსწავლეთა ღონისძიებების სულისჩამდგმელი იყო. ის, მიუხედავად ცხოვრებისეული დიდი ტრაგედიისა, არასოდეს აგრძნობინებდა სხვას თავის გულში არსებულ უზომო დარდსა და მწუხარებას; ნუნუკა მასწავლებელი თავისი ენთუზიაზმის წყალობით ყოველთვის აქტიური და შემართებული იყო კულტურის ამ დარგში და თავის მოსწავლეებს დიდი სიყვარულითა და ხალისით ასწავლიდა არა მარტო მუსიკას, არამედ პირველ რიგში სიკეთესა და ურთიერთპატივისცემას... ბევრი შეიძლება ისაუბრო ამ ადამიანების შესახებ, რომლებთანაც დიდ ვალში ვართ, მაგრამ თუნდაც უსასრულო საუბარი რომ დავიწყოთ მათზე, ვფიქრობ ესეც კი არ იქნება საკმარისი მათი დამსახურებების გადმოსაცემად, ყველაფერს დრო გამოაჩენს და უკვე გამოაჩინა კიდეც მათზე... სახელმწიფომაც იზრუნა მათზე, რის შედეგადაც ყველა მათგანი ღირსეულად გავიდნენ სასკოლო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ პიროვნებებს ჩვენთვის გაკვალული გზისთვის, ქედს ვიხრით მათ წინაშე. აქვე მინდა მოგვიტევოთ თუ რაიმე გაწყენინეთ, ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც საჭირო იყო, ხოლო ახალ კადრებს გაუწყინარის სკოლის მთელი პედკოლექტივი წარმატებებს და მათი წინამორბედების ამაგის დაფასებას უსურვებს...“,-აღნიშნულია სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება