სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N172 საჯარო სკოლაში პროექტი - „უსაფრთხო მოძრაობა“ განხორციელდა
03-09-2019
-
+


თბილისის N172 საჯარო სკოლაში პროექტი - „უსაფრთხო მოძრაობა“ განხორციელდა. 

პროექტში მე-2 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები, დამრიგებელი ნინო თინიკაშვილი და საგზაო უსაფრთხოების მასწავლებელი ნატო ბიჭაშვილი მონაწილეობდნენ. 

„აღნიშნული პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უსაფრთხო საგზაო მოძრაობის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება. პროექტის განხორციელების ეტაპები, საკმაოდ წარმატებით და პოზიტიურად განვითარდა, მოსწავლეთა მხრიდან გამოხატული იყო აბსოლუტური მზაობა და ჩანდა მათი ენთუზიაზმი, რაც პროექტის ბოლოსაც არაჩვეულებრივად გამოჩნდა, როდესაც მოსწავლეები კედლის გაზეთს ქმნიდნენ და მოკლე პრეზენტაციების სახით საკუთარ სათქმელს გადასცემდნენ საკუთარ თანაკლასელებს, მათი მსჯელობა გაცილებით უფრო მეტად კონსტრუქციული გახდა, ვიდრე ეს აქამდე იყო. ვფიქრობ, ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა სკოლის საგზაო უსაფრთხოების მასწავლებელმა, რომელმაც მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელმაც ბავშვებს გააცნო ქვეითის ძირითადი უფლებები და ასევე მისცა მათ რჩევები თუ როგორ უნდა აირიდონ თავიდან არასასურველი შემთხვევები. საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა ასევე ბავშვებს მოუწოდა მათთვის მიწოდებული ინფორმაციები საკუთარ სოციუმშიც გაევრცელებინათ, მაგალითად, მათ მშობლებთან, და ესაუბრათ სიჩქარის გადაჭარბების სავალალო შედეგებზე, რაც, რა თქმა უნდა, პროექტის მასშტაბებს ზრდის და მის შედეგებსაც აფართოებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება