სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N172 საჯარო სკოლაში პროექტი - „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში“ განხორციელდა
02-09-2019
-
+


თბილისის N172 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს პედაგოგმა ნელი ოდიკაძემ სოციალური პროექტი - „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში“ განახორციელა. 

სამიზნე ჯგუფი - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

საქმიანობის ტიპი - სამიზნე ჯგუფის შექმნა; დამატებითი გაკვეთილების ჩატარება; სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა - განხორციელება; ინტერნეტის საძიებო სისტემის გამოყენება; შესაბამისი მასალის მოძიება და დამუშავება; ნამუშევრების შექმნა; გამოფენის მოწყობა.

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სხვადასხვა ეპოქისა თუ ქვეყნის კულტურის თავისებურებათა გაცნობიერების, ხელოვნების ნაწარმოებთა დამოუკიდებლად მოძიების, მათი შედარება-ანალიზის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მათთვის საინტერესო ქვეყნის ხელოვანთა ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალის კვლევის უნარის განვითარებას და ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარის განმტკიცებას. 

„პროექტი დავიწყე სამიზნე ჯგუფების შექმნით, რათა მოსწავლეებისათვის გამეცნო პროექტის იდეა. დავიწყეთ შესაბამის მასალების მოძიება სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებზე. მოძიებული მასალების საფუძველზე ჩავატარეთ პრეზენტაცია. პრეზენტაციის მსვლელობისას ვაძლევდი განმავითარებელ და წამახალისებელ კომენტარებს. მიღებული ცოდნისა და მოძიებული მასალების შედეგად მოხდა ნამუშევრების შექმნა, დამზადდა სტენდები და მოეწყო გამოფენა. მონიტორინგს პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ვუწევდი მე და ხელოვნების მასწავლებელი ლილი სილაგაძე. პროექტის მიმდინარეობისას კოლეგები აქტიურად მიჭერდნენ მხარს და მოტივაციას მიმაღლებდნენ“,-აღნიშნავს ნელი ოდიკაძე.

პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება