სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

7 უხერხული სიტუაცია, რომელშიც პირველკლასელი აღმოჩნდება
04-09-2019
-
+


მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელის სკოლაში გაშვებამდე ყველაფერი გაითვალისწინეთ, არსებობს გარემოებები, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაშინაც კი თქვენი შვილი მონდომებულია და ერთი სული აქვს სკოლაში როდის წავა. მოგითხრობთ, როგორ სიტუაციებში აღმოჩნდება თქვენი შვილი სავარაუდოდ?

სახლი მოენატრება

მაშინაც კი თუ მოსწავლეს საბავშვო ბაღში ძალიან მოსწონდა, სკოლა სხვა ამბავია. მასწავლებელი - აღმზრდელი არ არის, აქ ნაკლებია ბავშვის მიმართ მზრუნველობა და ამიტომ ბევრად მარტივია ბავშვმა მოიწყინოს. მაგრამ თუ საერთო ჯამში სხვა ყველაფერი კარგად მიდის - სევდა რამდენიმე კვირაში გაქრება.

სკოლაში დაიკარგება

სკოლა ხალხმრავალი ადგილია. რა თქმა უნდა, მასწავლებელი ბავშვებს თვალყურს ადევნებს, მაგრამ პირველკლასელი რისი პირველკლასელია სკოლაში რომ არ დაიბნეს, ასე რომ ყველაფერი ხდება. შესაძლოა ბავშვი დაიკარგოს, როდესაც შემთხვევით სხვა სართულზე საპირფარეშოში შევა.

დაიმორცხვებს მნიშვნელოვან მომენტში

პირველი კლასი - ეს არის ის ადგილი და დრო, როდესაც ბავშვი პასუხისმგებლობას სწავლობს. სწორედ მან უნდა ამოიღოს სახელმძღვანელო დროულად ჩანთიდან, თავად ამოხსნას მაგალითი ან ამოცანა. ხანდახან ცხოვრება მოსწავლის წინაშე მოულოდნელ ამოცანებს აყენებს, რომლებსაც ჯერ ვერ უმკლავდება. სწორედ ასეთ სიტუაციებში, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან ბევრი არ არის, ბავშვები დამოუკიდებლობას სწავლობენ.

დაკარგავს სკოლის ჩანთას

გონებაგაფანტულობა - ბევრი პირველკლასელისთვის დამახასიათებელია. გონებაგაფანტულობა ცუდი არ არის, პირიქით, საყურადღებოა, როცა ბავშვი ათასჯერ ამოწმებს ყველა დეტალს. პერფექციონიზმი უფრო ხშირად ხდება სასკოლო ნევროზების მიზეზი, ვიდრე დაუდევრობა. მართალია, მას ნაკლები ზარალი მოაქვს ... მაგრამ, მთავარი ხომ ბავშვის ჯანმრთელობაა.

თანაკლასელს საყვარელ ნივთებს ათხოვებს და ვეღარ დაიბრუნებს

პირველკლასელისთვის მნიშვნელოვანია მეგობრებს გაუზიაროს ის, რაც უყვარს. მაგრამ ხშირად გათხოვებული ნივთები უკან აღარ უბრუნდება. უთანასწორო გაცვლა, გატეხილი პლანშეტები, მოპარულიკალმები - ყველა ამ დრამის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ ბავშვს შეუთანხმდებით, რისი მიტანა, გაცვლა და უბრალოდ გათხოვება არ ღირს სკოლაში.

გახდება დაცინვის ობიექტი

ბავშვები განსხვავებულნი არიან, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ისეთი არ არის როგორიც ყველა. ვიღაც ხშირად ტირის, ვიღაც ჭკუამხიარულია, ვიღაც გარეგნობით გამოირჩევა.  ადრე თუ გვიან თითქმის ყველა აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში როცა დასცინებენ. 

ვერ გაუმკლავდება სუფთა წერას

ლამაზი და სუფთა წერა ნებისმიერი პირველკლასელისთვის რთულია, განსაკუთრებით მათთვის, რომლებსაც წვრილ მოტორიკასთან პრობლემები აქვთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება