სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობა გასწიეს“ - ქუთაისის N33 საჯარო სკოლა საპენსიო ასაკის მასწავლებლებს მადლობას უხდის
30-08-2019
-
+


ქუთაისის N33 საჯარო სკოლა საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს დარეჯან ასათიანს, ნატალია ქათამაძეს, შორენა ჩიგოგიძეს, ლოლა ფორჩხიძეს, ოთარ გუბელაძეს და სერგო მინდელს, რომლებმაც არაერთი თაობა აღზარდეს და ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობა გასწიეს მადლობას უხდის.

„მიმზიდველი და მაცდურია ვინმეს რამე ასწავლო, მაგრამ იზრუნო მომავალი თაობის განათლებაზე და გერქვას მასწავლებელი სერიოზული გამოწვევაა. მასწავლებელი - სულიერი მოძღვარია, რამდენ საიდუმლოს უნდა ინახავდეს. პირველი მაინც ბავშვების სიყვარულია, მეორე იმ საგნის სიყვარული რომელსაც ასწავლის და უნარი ეს სიყვარული სხვასაც გადადოს, ჰქონდეს სამართლის, მოთმინების დიდი უნარი... ვფიქრობ, რომ სკოლაში მუშაობას ვერ შეძლებ თუ მოწოდებით პედაგოგი არ ხარ, არ შეგიძლია უანგარო სიკეთის კეთება და ურთიერთსიყვარული... და თქვენ ეს ყველაფერი შეძელით, გამოგივიდათ! და ჯილდოს რომელსაც იღებთ ფინანსურზე მეტად მორალური დატვირთვა აქვს... ესაა მხარდაჭერა და თანადგომა გაწეული შრომისთვის. სკოლა მადლობას უხდის საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, ქალბატონ დარეჯან ასათიანს, ნატალია ქათამაძეს, შორენა ჩიგოგიძეს, ლოლა ფორჩხიძეს, ბატონ ოთარ გუბელაძეს და სერგო მინდელს. რომლებმაც არაერთი თაობა აღზარდეს და ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობა გასწიეს“,- აღნიშნულია სკოლის სამადლობელ წერილში.

დარეჯან ასათიანი-მათემატიკის მასწავლებელი.ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ასწავლიდა 22.09.1974-2.09.2019-მდე.









ნატალია ქათამაძე - რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. N33 საჯარო სკოლაში ასწავლიდა 16.10.1992-2.09.2019-მდე.









შორენა ჩიგოგიძე - ხატვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი. N33 საჯარო სკოლაში ასწავლიდა 01.12.1991-2.09.2019-მდე.









ლოლა ფორჩხიძე - მათემატიკის მასწავლებელი N33 საჯარო სკოლაში ასწავლიდა 01.09.1970-დღემდე.









ოთარი გუბელაძე - დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში (2004 წლამდე) მათემატიკის მასწავლებელი, N33 საჯარო სკოლაში ასწავლიდა 01.09.1977-2.09.2019-მდე.








სერგო მინდელი - ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი.N33 საჯარო სკოლაში ასწავლიდა 01.09.1994-2.09.2019-მდე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება