სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N172 საჯარო სკოლაში პროექტი „დედამიწის ჩივილი“ განხორციელდა
29-08-2019
-
+


თბილისის N172 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს პროექტი  „დედამიწის ჩივილი“ განხორციელდა. 

პროექტში მე-2 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი ნინო თინიკაშვილი მონაწილეობდა.

პროექტი მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი საკითხების და ნარჩენების მართვის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.

„აღნიშნული პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი თემების შესახებ მოსწავლეების საკმარის ინფორმირება, რაც, ვფიქრობ, პროექტის ფარგლებში საკმაოდ ეფექტიანად განხორციელდა. პროექტის მიმდინარეობისას, რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობები, რაც ძირითადად ნარჩენების დეფინიციასა და მათ კლასიფიკაციას ეხებოდა, თუმცა შესაბამისი ლიტერატურის დახმარებით მოსწავლეებს ამ თემასთან დაკავშირებითაც სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდათ პროექტის ფარგლებში. რაც შეეხება პრაქტიკულ დავალებებს, ეზოს დასუფთავების ინიციატივას მოსწავლეები და მშობლები ენთუზიაზმით შეხვდნენ, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გააზრებას დედამიწის „გადარჩენის“ პროცესში. 

დამატებითი პრაქტიკული აქტივობა, რომელმაც მოსწავლეებს საკუთარი ფანტაზიის წარმოჩენის საშუალება მისცა ეზოს მოხატვა გახლდათ, აღნიშნული ორმაგად სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის, რადგან მათ შექმნეს არაჩვეულებრივი ილუსტრაციები და საკუთარ თანაკლასელებს ღია ცის ქვეშ გააცნეს საკუთარი ნახატების შინაარსი და აქტუალურობა. შედეგად ნათლად გამოიკვეთა მათი გაღვივებული ინტერესი გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ, რაც ყველაზე კარგად გამოჩნდა დისკუსიებში, რომლებშიც მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებოდნენ და არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ საკუთარ მოსაზრებებს, პროექტის ფარგლებში მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, პროექტი წარმატებით განხორციელდება და დასახული მიზნები შესრულდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება