სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლის მასწავლებელი გიული ლაფაური დამსახურებული მასწავლებლის წოდებით დაჯილდოვდა
20-08-2019
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი გიული ლაფაური მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დამსახურებული მასწავლებლის წოდებით დააჯილდოვა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გიული ლაფაური არა მხოლოდ სკოლის, ქალაქის, კახეთის სიამაყეა.  

„სკოლის სიძლიერე მისი აღზრდილი მოსწავლეების ცხოვრებისეული წარმატებებით იზომება. ეს აქსიომაა და დამტკიცებას არ საჭიროებს. ჩვენი, ე.წ. გერმანული სკოლის მოსწავლეთა საოცარი მიღწევები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა თუ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, გერმანული ენის მასწავლებლების დიდი დამსახურებაა. ვინ მოთვლის, რამდენი თაობა აღიზარდა, დაფრთიანდა, ალაპარაკდა გერმანულად სკოლის კედლებში... და კიდევ რამდენ მოსწავლეს მივცემთ გერმანულ ენაში აკადემიურ ცოდნას. აი ისეთს, სხვა სკოლებს, მათ შორის ევროპისასაც, რომ შეშურდებათ და გაოცდებიან. როგორ? ეს ჩვენმა პროფესიონალმა მასწავლებლებმა იციან... გერმანული ენის ხარისხიან სწავლასთან ათეული წლებია გიული ლაფაურის სახელი ასოცირდება. ეს ყველამ იცის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. მისი მოსწავლეების შედეგებით დიდი ხანია ვიწონებთ თავს. დიახ, ასეა. გერმანული ენის გაძლიერებული სწავლების ჯგუფს წლებია გიული ლაფაური ხელმძღვანელობს. ზრუნავს, ასწავლის, აკვალიანებს, ანვითარებს მოსწავლეებს. უცოდინრობას არავის პატიობს, ბავშვურ სიცელქეს - ყველას. მის გაკვეთილებზე მოსწავლეები ცუღლუტობას ვერ ბედავენ, შრომასა და სიბეჯითეს ეჩვევიან, ცხოვრების სწორ ორიენტაციას იღებენ, ადამიანურ ღირებულებებს ეცნობიან, შემდეგ ითვისებენ და... გიული მასწავლებლის დიდი მეგობრები ხდებიან . ამაყები ვართ, რომ გიული ლაფაური ჩვენი სკოლის მასწავლებელია, ჩვენი მეგობარია, ჩვენი ღირსებააა. ის ადამიანობის, მეგობრობის, მცოდნე, განათლებული ადამიანის, და რაც მთავარია, პროფესიონალი მასწავლებლის ეტალონია. ამაყები ვართ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სწორად ეს თვისებები დაინახა, შეაფასა მასში და დამსახურებული მასწავლებლის წოდებით დააჯილდოვა! პ.ს. მართლაც მაგარი სკოლა გვაქვს თავისი შეუდარებელი კადრით, აღსაზრდელებითა და აღზრდილებით! გიული მასწავლებელი არა მხოლოდ სკოლის, ქალაქის, კახეთის სიამაყეა. გილოცავთ გიული მასწ! გვიყვარხარ და გვეამაყები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება