| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

29 ივლისს მუხურის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ეგრისის წევრები“ კლუბის ხელმძღვანელ მაია მებონიასა და სკოლის დირექტორ როდერ ცირდავასთან ერთად კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ.
ბუნებრივი რესურსების მთავარმა სპეციალისტმა მანანა ჩიქოვანმა მოსწავლეებს გააცნო დაცული ტერიტორიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების ნიმუშები, გამართა ვიდეო-ჩვენება.
ეკოკლუბელები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვის დამახასიათებელი მცენარეებით, კოლხეთისთვის უცხო სფაგნუმის ხავსებით, მრგვალფოთლა დროზერებით, წითელ ნუსხაში შეტანილი ხე-მცენარეებით და ენდემური სახეობის ცხოველებით.
ეკოკლუბის წევრებმა პალიასტომი-ფიჩორის მონაკვეთი გადაცურეს პანტონით ეროვნული პარკის წარმომადგენელთან ერთად. გზადაგზა ეცნობოდნენ ბიომრავალფეროვნების სხვადასხვა სახეობებს, აგროვებდნენ ვიდეო და ფოტო მასალას.
სამსაათიანი ტური ეკოკლუბელებისთვის საინტერესო და დაუვიწყარი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი