სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N9 სკოლის კურსდამთავრებული მშობლიური ქალაქიდან-შოტლანდიაში ველოსიპედით მოგზაურობს
05-08-2019
-
+


39-ე დღეა რაც 25 წლის სანდრო დათიშვილმა თელავიდან შოტლანდიისკენ ველოსიპედით მოგზაურობა დაიწყო.

ახალგაზრდას მეგობრების ინფორმაციით, მისი მიზანი შოტლანდია-საქართველოს რაგბის მატჩზე დასწრებაა.

მათივე თქმით, გარდა მოგზაურობისა, ახალგაზრდა დაინტერესებულ პირებს ბლოგებით სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს აცნობს.

,,იგი ამჟამად ბუდაპეშტში იმყოფება და წინ კიდევ დაახლოებით 40 დღის სავალი მანძილია. ის მოგზაურობასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებიდან გვთავაზობს საინტერესო პოსტებს მათი თავისებურებებისა, ტრადიციებისა და სხვა საინტერესო ფაქტების შესახებ”,– აცხადებენ ახალგაზრდას მეგობრები.

სანდრო დათიშვილის თქმით, კი მოგზაურობის მიზანი როგორც პიროვნული განვითარება, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობაა.

,,ამ გზით მოგზაურობის გადაწყვეტილების მიღების მიზანი და მოტივაცია უფრო ღრმაა. ბოლომდე მგონია რომ კარგ რამეს ვაკეთებ როგორც საკუთარი შინაგანი, პიროვნული და კულტურული განვითარებისთვის, ისევე ჩემი მეგობრებისთვის, გარემოცვისთვის და ალბათ ქვეყნისთვის”,- აცხადებს სანდრო დათიშვილი.

სანდრო თელავის მე-9 სკოლის კურსდამთავრებულია. „გვეამაყება ასეთი საინტერესო ადამიანები რომ ამთავრებენ ჩვენ სკოლას და ცხოვრების ასპარეზზე გადიან ორიგინალური აზროვნებით, კარგი მოქალაქეობრივი ღირებულებებით, ჯანსაღი ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური შესაძლებლობებით სავსენი. სანდრო სკოლას უყვარხარ და ეამაყები. წარმატებებს და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ.

პ.ს. რა სწრაფად გადის დროო, სკოლის კედლებს ისევ ახსოვს შენი ბავშური სიცელქე...“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება