სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თამაშები და სავარჯიშოები სკოლისთვის მოსამზადებლად - რჩევები მომავალი პირველკასელების მშობლებს
01-08-2019
-
+


სასწავლო წლის დაწყებამდე თვენახევარი დარჩა - რაც ნიშნავს, რომ მომავალი პირველკლასელის სკოლისთვის მოსამზადებლად დრო კიდევ დარჩა. 

გთავაზობთ თამაშებსა და სავარჯიშოებს, იმისთვის რომ ბავშვისთვის სკოლაში ყოფნა პირველი დღიდანვე იყოს კომფორტული და მარტივი.

სთხოვეთ ბავშვს გაშალოს მაგიდა და მასზე საჭირო რაოდენობის თეფში, ჩანგალი და ა.შ დაალაგოს. თან წაიყვანეთ მაღაზიაში: დაე ისწავლოს რიცხვები პროდუქტის ფასებით, წაიკითხოს პროდუქტის დასახელება, დათვალოს ხურდა. მოამზადეთ ერთად: მოზილოს ცომი, განივითაროს წვრილი მოტორიკა, წაიკითხოს რეცეპტი. ასეთ მეცადინეობას კარგი შედეგი მოაქვს.

აქციეთ მეცადინეობა, რეგულარული და ეფექტური

თუ ბავშვს არა რეგულარულად, არამედ დროდადრო ამეცადინებთ, შედეგს ვერ მიიღებთ. მას დაავიწყდება ის რაც შეიტყო. სწავლის ორგანიზება ძალიან მარტივია: დაკიდეთ კედელზე ანბანი და რიცხვების ტაბულა აჩვენეთ ასოები, ჩამოთვალეთ რიცხვები. ყოველდღიურად 10 წუთი ამეცადინეთ და ბავშვი შესანიშნავად მოემზადება სკოლისთვის.

დახატოს და გააფერადოს ის რაც აინტერესებს (მანქანები, პრინცესები და ა.შ). დაამზადეთ ნაკეთობები, ამოჭერით, დააწებეთ, გამოძერწეთ. აუცილებლად წაუკითხეთ წიგნები ძილის წინ. დაე, ბავშვმა თავად ამოირჩიოს ზღაპარი, რომლის მოსმენაც სურს. მთავარი მოთხოვნაა - რეგულარულად და სიამოვნებით!

განვითარდით ერთად

იმისთვის რომ ბავშვი განვითარდეს, თავადაც იზრუნეთ განვითარებაზე. ბავშვი მაგალითს ყოველთვის თქვენგან აიღებს. იკითხეთ, გაიგეთ რაღაც ახალი, ჰკითხეთ მას, რა მცენარეებს ხედავს სეირნობისას, რა ცხოველებს ხედავს ზოოპარკში, რა უნდა რომ გამოვიდეს. აუხსენით, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, უნდა ისწავლოს.

თამაშები და სავარჯიშოები სკოლისთვის მოსამზადებლად

  • სთხოვეთ დაგეხმაროთ ქუჩის ნომრის, მაღაზიაში საჭირო პროდუქტის და ა.შ მოძებნაში. ბავშვი თავს საჭიროდ და დამოუკიდებლად იგრძნობს და რაც მთავარია - მარტივად მიიღებს საჭირო ცოდნას.
  • ეთამაშეთ სკოლობანა​ - მოსწავლეები შესაძლოა იყვნენ სათამაშოები, უმცროსი და-ძმა, მეგობრები და მშობლებიც კი. დაე ბავშვმა ახსნას ის, რაც უკვე იცის, ან ის, რის სწავლაშიც თქვენ დაეხმარებით.
  • ასწავლეთ ბუნებრივად, დაე მამამ სთხოვოს მას 3 თაბახის ფურცლის მოტანა. დედა დაავალებს პროდუქტების სიის ჩამოწერას. ბებია ​ხილის ან ბოსტნეულის შეძენისას ან მომზადებისას მის რაოდენობას დათვლის. ერთი სიტყვით, ვაძლევთ სასწავლო დავალებებს, ვაჩვენებთ, როგორი აუცილებელია ცოდნა და რისთვის უნდა ისწავლოს.

მთავარია - თქვენი თავდაჯერებულობა და მხარდაჭერა, მაშინ მომავალ პირველკლასელს ყველაფერი გამოუვა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება