სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N21 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
29-07-2019
-
+


საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო „განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის“ ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ პირველი ეტაპით გათვალისწინებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს.

რეფორმის ფარგლებში  მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც თბილისის N21 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს,  შპს „აისი“ ახორციელებს და  სახელშეკრულებო ღირებულება 386 468 ლარია.

„სამუშაოები სკოლის მესამე და მეოთხე სართულებზე მიმდინარეობს და მოიცავს საკლასო ოთახებს, სადაც მონტაჟდება მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები, ტარდება სამღებრო სამუშაოები, იცვლება იატაკი,  ჭერში მონტაჟდება თანამედროვე,  მეტად ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება. პროექტის ფაგლებში  მოეწყობა ადაპტირებული სველი წერტილები  და იცვლება ელექტროობა.  სკოლაში ასევე იფუნქციონირებს ახლად რეაბილიტირებული 523 კვმ სპორტული დარბაზი.

რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალა, რომლებშიც ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ევროკავშირით დაშვებულ ზღვარს, გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია და მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებში და საბავშვო დაწესებულებებში. აღნიშნული მასალების გამოყენების ვალდებულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული „სამშენებლო მასალათა სპეციფიკაციის“ თანახმად ენიჭება“, - აცხადებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება