სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N29 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
28-07-2019
-
+


საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აგრძელებს „განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის“ ფარგლებში „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამით შერჩეული საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 

სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის N29 საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს, რომელსაც შპს „აისი“ ახორციელებს.

„მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლის ოთხივე სართულს მთლიანად მოიცავს. რეაბილიტაცია უტარდება საკლასო ოთახებს, დერეფნებს, კიბის უჯრედებს, სველ წერტილებს, ფოიეს და სპორტულ დარბაზს; მთლიანად იცვლება ელექტრო გაყვანილობის და წყალკანალიზაციის ქსელი, შენობის სახურავის საწვიმარი მილები და ძაბრები; საკლასო ოთახებში მონტაჟდება მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები;  ტარდება სამღებრო სამუშაოები; იცვლება იატაკი; ჭერში მონტაჟდება ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სააგენტოს მიერ შემუშავებული სამშენებლო მასალათა სპეციფიკაციის შესაბამისად რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალა, რომლებშიც ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ევროკავშირით დაშვებულ ზღვარს, გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია და მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებში და საბავშვო დაწესებულებებში“, - აცხადებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება