საღანძილის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ გაიმართა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ გაიმართა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ინკლუზიური განათლების მოსწავლეთათვის მოეწყო.
ღონისძიებაში I-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო პედაგოგი ირმა ყრუაშვილი.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები