სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიგვზარის საჯარო სკოლაში ფიზიკის კვირეული ჩატარდა
17-07-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის ნიგვზარის საჯარო სკოლაში 9-14 ივნისს ფიზიკის კვირეული ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ყოველი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. კვირეულში ჩართული იყვნენ VII, VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კი ფიზიკის კვირეული მოტივატორი გახდა.

მოსწავლეებმა პირველი დღისთვის კროსვორდები დაამზადეს. კვირეულის მეორე დღეს სკოლის დერეფანში მინი კონფერენცია გაიმართა.

კვირეულის მესამე დღისთვის მოსწავლეებმა პოსტერები დაამზადეს და სკოლის დერეფანში გამოფინეს.

მეოთხე დღეს „ქუჩის ექსპერიმენტები“ ჩატარდა. მოსწავლეებმა დაამზადეს „ობსკურას კამერა“, „ერთი ბოთლი მზე“ და ა.შ. სხვადასხვა საინტერესო ცდით გააოცეს ერთმანეთი.

მეხუთე დღეს დასკვნითი ღონისძიება ვიქტორინა „სახალისო ფიზიკა“ გაიმართა. მოსწავლეებმა გაიღრმავეს საგნობრივი კომპეტენცია, გაიუმჯობესეს კვლევის უნარები.

„კვირეული სკოლის დერეფანში იმართებოდა, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა თვალი ედევნებინა კროსვორდების გამოფენისთვის, მოესმინა პრეზენტაცია ფიზიკის სხვადასხვა თემაზე, ენახათ საინტერესო პოსტერები, რომლებიც მოსწავლეებმა თავად დაამზადეს. ყველამ განსხვავებული თვალით დაინახა ფიზიკა, როგორც საინტერესო და სახალისო საგანი.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, ფიზიკის მასწავლებელ ელზა ხარშილაძეს კვირეულის ფარგლებში გაწეული მუშაობისათვის!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება