სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ ვკითხულობთ რუსულ ზღაპრებს“ განხორციელდა
16-07-2019
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ ვკითხულობთ რუსულ ზღაპრებს“ განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, რუსული ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და სკოლაში მოსწავლეებში რუსულენოვანი გარემოს შექმნას.

პროექტს უცხოური ენის კათედრის თავმჯდომარე - რუსულის მასწავლებელი ელიკო შუბლაძე ხელმძღვანელობდა. მასში აქტიურად იყვნენ ჩართული VI-VIII კლასის მოსწავლეები, დამრიგებლები და მშობლები, აგრეთვე მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია და ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ჯიბლაძე.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ზღაპრები თავიანთი ინტერესებისამებრ შეარჩიეს და 24 მაისს სპექტაკლი - „მაშა და დათვი“ და „სოკოს ქვეშ“ გამართეს.

„მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს როლები. მათ შთამბეჭდავად განასახიერეს თითოეული პერსონაჟი და უცხო კულტურისათვის დამახასიათებელი ქცევის ეტიკეტები. ისინი რუსულ ენაზე მდიდარი ლექსიკით, გამართულად მეტყველებდნენ. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სპეციალურად შექმნილმა კოსტიუმებმა. პატარა მსახიობები ძლიერ ემოციებს გადასცემდნენ დამსწრე საზოგადოებას. სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება