სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო სობისის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „დაბინძურებული გარემო საშიშია“ განხორციელდა
10-07-2019
-
+


გორის მუნიციპალიტეტის, ქვემო სობისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა, ნინო ელიაურმა, თემაზე - „დაბინძურებული გარემო საშიშია“ სოციალური პროექტი განახორციელა. 

პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის II-IV კლასის მოსწავლეები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები გაეცნენ დაბინძურებული გარემოს უარყოფით გავლენას ცოცხალ ორგანიზმებზე. მათ ჩაატარეს ანკეტირება მოსახლეობაში, სოფელში თვალსაჩინო ადგილებში გააკრეს საკუთარი ხელით დამზადებული ბუკლეტები „დაბინძურებული გარემო საშიშია" შესაბამისი ფოტოებით. მოსწავლეებმა ასევე გააკეთეს კედლის გაზეთი და სკოლის ფოიეში განათავსეს.

II-IV კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და სკოლის ახლომდებარე დაბინძურებული ტერიტორია დაასუფთავეს. მათ მაგალითი მისცეს თანატოლებს და უფროსებს.

„მოსწავლეებმა ამ ასაკიდანვე უნდა გააცნობიერონ რა ეკოლოგიური საფრთხეები შეიძლება  მოჰყვეს გარემოს დაბინძურებას. დაბინძურებული გარემოს პრობლემას მარტო საქართველო კი არა მთელი მსოფლიო ებრძვის. ეს არის ერთერთი ძნელად გადასაჭრელი პრობლემა, რომელიც ყოველთვის თან სდევს კაცობრიობას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება