სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პრაქტიკულად ნაჩუქარი ქულები იყო“ - აბიტურიენტები ინგლისური ენის ტესტის III ვარიანტს აფასებენ
09-07-2019
-
+


აბიტურიენტები დღეს კვლავ ინგლისური ენის გამოცდას წერენ. მათი შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, ტესტირება გართულებული არ ყოფილა. როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას აბიტურიენტების ნაწილი აცხადებს, ტესტში ყველაზე მეტად სიტყვების ჩასმა გაუჭირდათ, თუმცა გრამატიკული ნაწილის ამოღებით კმაყოფილები არიან.

„ესეს თემა გუშინდელს გავდა, უნდა დაგვეწერა სკოლაში მათემატიკის კლუბი სჯობს თუ ცეკვის. წერილი იყო ასევე გაზეთში გამოცხადებულ ვაკანსიაზე, რამდენიმე კითხვა უნდა დაგვესვა. „ლისენინგები“ არ მახსოვს, თუმცა მარტივი იყო, და არ გამჭირვებია“, - გვითხრა თბილისის 175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა, ლუკა ცხოვრებაძემ.

„მარტივი და ადვილები იყო ჩემთვის. ძირითადად, გრამატიკა მეშლებოდა ინგლისურში ხოლმე და რომ ამოიღეს ძალიან გამიხარდა. ესეც ადვილი იყო და წერილიც. ესე იყო დასაწერი, სკოლაში მათემატიკის კლუბის გახსნა უფრო კარგია, ვიდრე ცეკვისო და უნდა დათანხმებულიყავი ან არა. წერილში მოცემული იყო ვაკანსია კიევში გახსნილ რესტორანზე და ქართველ ადამიანს ეძებდნენ რომ დაესაქმებინათ და რამდენიმე კითხვა უნდა დაგესვა“, - განაცხადა ანა ბადაშვილმა.

„მარტივი გამოცდა იყო, წინა წლებთან შედარებით, არ იყო რთული. ესეში უნდა დათანხმებულიყავი ან არა მოსაზრებას: სკოლაში მათემატიკის კლუბის გახსნა უფრო კარგია, ვიდრე ცეკვისო. რაც შეეხება მოსასმენ ტექსტებს, ესენიც საკმაოდ მარტივი ერთ-ერთი იყო ვიღაც ქალის მიერ ქალებისთვის დაარსებულ გასახდომ სავარჯიშო ცენტრზე, მეორე იყო ჯენიფერ ლოპესის ფონდზე“, - გვითხრა თბილისის 175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„თრუ და ფოლსი“ მარტივი იყო, პრაქტიკულად, ნაჩუქარი ქულები იყო. რაც შეეხება ესეს, უაზრო იყო. სიტყვების ჩასმა უფრო რთული იყო. ესეში იყო მოსაზრება, სკოლაში მათემატიკის კლუბის გახსნა უფრო კარგია ვიდრე ცეკვისო და უნდა დათანხმებულიყავი ან არა. წერილი იყო ვაკანსიაზე და კითხვები უნდა დაგესვა შესაბამისად“, - განაცხდა აბიტურიენტმა.

შეგახსენებთ, რომ წელს უცხოური ენების გამოცდაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ კი ტესტიდან ამოღებულია  ერთ-ერთი - მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გრამატიკის ცოდნა მოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა არის 80 და 90-ის ნაცვლად, როგორც ეს წინა წელს იყო; საგამოცდო დრო კი 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა) გახდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება