სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ძალიან დამაბნეველი ანალოგიები იყო“ - აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდის II სესიის ტესტს აფასებენ
03-07-2019
-
+


აბიტურიენტები დღეს ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. როგორც მეორე სესიიდან გამოსული აპლიკანტები ამბობენ, ტესტი საშუალო სირთულის იყო.

გთავაზობთ საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებებს:

„მათემატიკური ნაწილი ადვილი იყო და ვერბალური ძნელი. ძალიან დამაბნეველი ანალოგიები იყო. ზუსტად ვეღარ ვიხსენებ. მათემატიკურ ნაწილში ალბათობები, საშუალო არითმეტიკული და რაოდენობრივი შედარებები შემხვდა“...

„რთული იყო, მაგრამ თავიდან ძალიან ადვილად დაიწყო, მერე უფრო გართულდა. მათემატიკური ნაწილი იყო ძნელი. ისეთი კითხვები იყო რომ ალბათ, ადამიანი ჩაიჭრება“...

„ზოგადად, ვერბალური ნაწილისთვის დრო არ მეყო. 15 კითხვა ისე შემოვხაზე, ძალიან სწრაფად. მათემატიკურ ნაწილში მონაცემთა ანალიზი იყო ძალიან ადვილი. საბოლოო ჯამში, არ იყო რთული. ვერბალურში ორი საკმაოდ დიდი ტექსტი იყო და საათნახევარი დამჭირდა, გასააზრებლად ცოტა რთულია და დრო ცოტა“...

„მათემატიკა ჩემთვის ყოველთვის რთულია. ვერბალური არ გამჭირვებია, თუმცა, გამოცდა ნორმალურად დავწერე“...

„იმის მიუხედავად, რომ უნარების ორივე ნაწილი კარგად ვიცი, მარტივი იყო-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ვინმე ცოტა თუ ერკვევა, ზღვარს გადალახავს. ძალიან მარტივი საკითხებიც არის და ძალიან ძნელებიც. უბრალოდ დროა ცოტა“....

ზოგადი უნარების გამოცდის მეორე სესია 15:00 საათზე დაიწყო. გამოცდა ხვალაც ორ სესიად ჩატარდება.

ასევე იხილეთ: „მათემატიკური ნაწილი უფრო ძნელი იყო, ვიდრე ვერბალური“ - აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აფასებენ

ზოგადი უნარების გამოცდის I სესიაზე აბიტურიენტების 8%-ზე მეტი არ გამოცხადდა

ზოგადი უნარების გამოცდის II სესიაზე აბიტურიენტების 4%-ზე მეტი არ გამოცხადდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება