სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ყველა პირობა აქვთ ახალგაზრდებს შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი ცოდნა“- მიხეილ ბატიაშვილი
01-07-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე N147 საჯარო სკოლაში საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობას გაეცნენ.

მინისტრი გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს გაესაუბრა და გამოცდების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მიიღო.

მიხელ ბატიაშვილმა მათ წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას წარმატებით გააგრძელებენ.

„მოგეხსენებათ, დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო. დილიდან მე და ჩემი მოადგილეები სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში ვაკვირდებით, პირადად ვეცნობით გამოცდების მიმდინარეობის პროცესს და ინფორმაციას უწყვეტად ვიღებთ. N147 სკოლის საგამოცდო ცენტრში პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ვესაუბრეთ თანამშრომლებს, გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს და დაადასტურეს, რომ ყველა პირობა აქვთ ახალგაზრდებს შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი ცოდნა. მოგეხსენებათ წელს 41 ათასი აბიტურიენტი გვყავს. საქართველოს მასშტაბით და 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა აბიტურიენტს მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება