| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2019-2020 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 51 ათასზე მეტმა პირველკლასელმა გაიარა, საიდანაც 46 ათასზე მეტი საჯარო სკოლაში დარეგისტრირდა.
ყველაზე მეტი, 275 პირველკლასელი რეგისტრირებულია თბილისის N192 საჯარო სკოლაში. მოცემული მომენტისათვის კი 112 საჯარო სკოლაში პირველკლასელები საერთოდ არ არიან რეგისტრირებული.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან გამოითხოვა.
ამასთან, მომავალი სასწავლო წლისთვის პირველ კლასში ჩასარიცხად რეგისტრაცია 441 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვმა გაიარა.
„2019 წლის 26 ივნისის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 51 448 პირველკლასელი, აქედან 46 455 საჯარო სკოლებში.
საჯარო სკოლების შენობების ტევადობიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციებმა განსაზღვრეს სკოლაში პირველკლასელთა მისაღები კონტინგენტის ზღვრული ოდენობები, რამაც ჯამში 74 000 შეადგინა“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“