სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატარა ვაჟკაცო, გგლოვობს და გტირის შენი სკოლა!“- ქვედა საზანოს N3 სკოლაში საბა კახნიაშვილის ხსოვნას მინი-ფეხბურთის ტურნირი მიუძღვნეს
25-06-2019
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლაში, ტრაგიკულად დაღუპული საბა კახნიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, მინი-ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში ქვედა საზანოს N1, ქვედა საზანოს N2, ქვედა საზანოს N3 და ზოვრეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ტურნირში ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ უსაშველო მძიმე ტკივილის გამო ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლაში არ ჩატარებულა ბოლო ზარი და „ანბანის ზეიმი“. 

სკოლა და ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს იხსენებენ. 

„ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლას ზეცაში გაუფრინდა 12 წლის ანგელოზი... დრო გაჩერდა.. სიცოცხლე ჩაქრა... ეს სკოლა ყოველთვის ბედნიერი იყო იმით რომ, თავის ბებერ კედლებში, ბავშვებს ზრდიდა, აფრთიანებდა და ისე უშვებდა ცხოვრების ასპარეზზე, დღეს კი ბედისწერამ არ დაინდო, შვილი წაართვა... პატარა საბა! 
ლამაზთვალება, სიცოცხლით სავსე, უნიჭიერესო, უსაყვარლესო პატარა ვაჟკაცო, გგლოვობს და გტირის შენი მეორე სახლი, შენი სკოლა!“.

„საბა, საბუკა ჩემო უსაშველო ტკივილო, უკვე ორმოცი უსასრულოდ ტკივილიანი და ცრემლიანი დღე გავიდა შენს გარეშე, უკვე ორმოცი დღეა რაც ჩემს ეზოში შენი ნაკვალევი აღარ შანს,  შენი ტკბილი ხმა აღარ მესმის.

როგორ მიმძიმს უშენობა, როგორ აკლიხარ ჩემს გულს. სიცოცხლე გამინახევრე საბუ. შენს სპეტაკ სულთან სიკვდილს რა უნდოდა. შენი დედიკოს განწირული ხმა მხოლოდ შენამდე ვერ აღწევს. ვერ ვშველი. მენატრები“.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება