| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა მაია ეპიტაშვილის ხელმძღვანელობით პროექტი ,,ვაზი და საქართველო“ წარადგინეს.
ნიჭიერმა მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა ეფექტურად შეაჯამეს და საინტერესო გამოსაშვები საღამო მოაწყეს.
ვაზის კულტურა ქართველი ერის ისტორიას უძველესი დროიდან უკავშირდება და ქვეყნის ტრადიციებთან, ფოლკლორთან და ხელოვნებასთან დიდი საერთო აქვს. ამდენად, ბავშვებმა ხალისით და ინტერესით დაიწყეს მუშაობა - მოიძიეს ინფორმაცია და ალბომები დაამზადეს, დეკორატიული ნამუშევრები შექმნეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს.
ასევე გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით ,,ვაზის სიმფონია“, რომელიც დიდი დღესასწაული იყო მოსწავლეთათვის.
საგულისხმოა ისიც, რომ ბავშვებმა ვაზი გაახარეს და სკოლის ბაღში პატარა ხეივნის მოწყობას აპირებენ.
პროექტში მოსწავლეთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ და ერთობლივმა მუშაობამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას