სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შემოთავაზებული რეგულაციები ექსკურსიების დროს ბავშვთა გადაყვანას გააძვირებს“ - მარიამ ჯაში
05-06-2019
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, შეთავაზებული რეგულაციები ექსკურსიების დროს ბავშვთა გადაყვანას გააძვირებს, თუმცა მისი განმარტებით, რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.

„შემოთავაზებული რეგულაციები გააძვირებს ბავშვთა გადაყვანას ექსკურსიების დროს, მაგრამ ბავშვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ძვირფასი არაფერი არსებობს“, -  ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის შესახებ კანონპროექტი განიხილეს.

სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლითაც კანონმდებლების მოსაზრებით, მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკი

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, კანონპროექტით მოცემულ ვადებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება. მთავარ გამოწვევად მარიამ ჯაშს მიაჩნია ამავე პრინციპების გავრცელება რეგულარულ სასკოლო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელის ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით მოსწავლეს ემსახურება.

„შემდეგ ეტაპზე აუცილებლად იქნება ეს საკითხი დასაყენებელი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი მოსაზრებითვე, რეგულაციები უნდა დაწესდეს ასევე სახელოვნებო და სპორტული ღონისძიებების დროს მოსწავლეთა გადაყვანისთვისაც.

კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

ასევე იხილეთ: სასკოლო ექსკურსიების დროს მოსწავლეთა ტრანსპორტით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება - პარლამენტში კანონპროექტი შევიდა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება