სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
03-06-2019
-
+


გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N9 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებსა და ისტორიის მასწავლებელს მაგული სეხნიაშვილს უმასპინძლა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მუზეუმში გამოფენილი იყო გიორგი მაზნიაშვილის სახლმუზეუმის ექსპონატები, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასირეთში მდებარეობს.

„მოსწავლეებს გიორგი მაზნიაშვილის ღვაწლისა და ცხოვრების შესახებ თამარ ქორელი და მაგული სეხნიაშვილი ესაუბრნენ, შეხვედრამ საკმაოდ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეების მხრიდან დაისვა მრავალი შეკითხვა, რაზეც ქალბატონმა თამარმა და ქალბატონმა მაგულიმ ამომწურავი პასუხები გასცეს. საინტერესო აღმოჩნდა მუზეუმშივე მოსწავლეების მიერ ექსპრომტად შექმნილი ესეები და ჩანახატები. გორის N9 საჯარო სკოლა მადლობას უხდის გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს გულთბილი მასპინძლობისთვისა და აქტიური თანამშრომლობისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება