სიახლეები
სკოლები

ციხიის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის „მშობლიური ენის მატარებელნი“ მნიშვნელოვანი აქტივობები
30-05-2019
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის ციხიის  საჯარო სკოლის ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივ კათედრაზე ქართული  ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ნინო კაკუშაძის,  ხელმძღვანელობით შექმნილმა კლუბმა -,,მშობლიური ენის მატარებელნი“ 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენდამი რწმუნებულ სკოლაში კლუბის მიზნებისა (21-ე საუკუნის უნარ ჩვევების განვითარება ბავშვებში)  და დევიზის („ქართული ენა ჩვენი თანამდევია. მას დაცვა და გაფრთხილება უნდა“).  შესაბამისი,  მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული აქტივობები განახორციელა.

ნოემბრის თვეში,  ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბის ,,მშობლიური ენის მატარებელნი“ წევრები გაეცვნენ კლუბის წესდებას და გეგმები დასახეს. აქტივობის ფარგლებში - ,,იდეების დაბადება“ - შერჩეული ვიდეოს განხილვა მოხდა, რის საფუძველზეც ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი აზრები და შეხედულებები დაგეგმილი აქტივობების განხორციელების საშუალებების შესახებ. 

დეკემბრის თვეში კლუბის წევრებმა ელენე გვეტაძემ და თათია ხერხაძემ გამოიჩინეს ინიციატივა და აღწერეს, თუ როგორ შეიძლება  ,,მარჯვე ხელებმა“ მოაწყოს აქტიური ზონა შემოქმედებითი მიზნების განსახორციელებლად კლასგარეშე აქტივობებისათვის.

სასიამოვნოდ ინტელექტუალური ტური აღმოჩნდა 2018-2019 სასწავლო წლის  ,,რა? სად? როდის?“  პირველი რაუნდის თამაში ,,მშობლიური ენის მატარებელთათვის“. გაიმარჯვანიკოლოზ გოქაძის (მე-9 კლასის მოსწავლე) გუნდმა.

მარტის თვეში, საქართველოს დამფუძნებელი კრების შესახებ ისტ-ის პედაგოგის ნინო კაკუშაძის მიერმომზადებული პრეზენტაცია ისტორიის მასწავლებელმა ცირა კაკუშაძემ წარუმძღვარა მინი ლექციას და ,,მშობლიური ენის მატარებელნის“ კლუბის წევრებს საინტერესოდ გააცნო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებამდე 1919 წლის 12 მარტის მიმდინარე მოვლენები.

აპრილის დასაწყისში, ქართული ენის დღისადმი მოეწყო კვირეული,რომლის ფარგლებშიც პრეზენტაციით - ,,ტიტები" – 9 აპრილის მოვლენები გავიხსენეთ. მასთან დაკავშირებული ვიდეოები მოიძია მე-8 კლასის მოსწავლემ, თათია ხერხაძემ. გაიმართა ინტელექტუალური თამაში - ,,რა? სად? როდის?" -მეორე  ტური პედაგოგების უშუალო ჩართულობით წარიმართა; მე-5 კლასის მოსწავლემ, არჩილ ჩუბინიძემ, წარმოადგინა თემა/ პრეზენტაცია - ,,ქართული ენის შესახებ"; დაიწერა კედლის გაზეთი - ,,ქართული ენის მატარებელნი". ხოლო,  კვირეულის ბოლო დღეს მოხდა განხორციელებული აქტივობების  შეჯამება / შეფასება;

აპრილის თვე ნაყოფიერი იყო.ქართული  ენისა და ლიტერატურისკლუბისათვის,,მშობლიური ენის მატარებელმა“ მოსწავლეებმა შექმნეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პლაკატი და კედლის გაზეთი ბრწყინვალე აღდგომის შესახებ -,,ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!“.

29 მაისს, საკლუბო მუშაობის ბოლო დღეს, ქართული  ენისა და ლიტერატურისკლუბის ,,მშობლიური ენის მატარებელნი“ხელმძღვანელმა ქართული  ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინო კაკუშაძემ კლუბის წევრებს სიგელები გადასცა,  მათთან ერთად ნაყოფიერი მუშაობა შეაფასა და შეახსენა კლუბის დევიზად აღნიშნული სიტყვა:ქართული ენა, კულტურა და ზნეობა ქედით მოგვიტანია. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებასავით გაგვიმრავალფეროვნებია და  რწმენასთან ერთად გულში დაგვიმარხავს.„ქართული ენა ჩვენი თანამდევია. მას დაცვა და გაფრთხილება უნდა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ხელფასი 400 ლარამდე გაიზრდება - ვის შეეხება საკანონმდებლო ცვლილება

რამდენი ლარია გამოყოფილი სტუდენტთა დაფინანსებაზე - კანონი 

როგორ ხდება მასწავლებლის მომზადების პროგრამის გრანტის გამოყენება და შესაძლებელია თუ არა გრანტითა და პროგრამული დაფინანსებით ერთდროულად სარგებლობა?

იცით რამდენი სასვენი ნიშანანი არსებობს? -  გრაფიკული გამოსახულების მიხედვით სასვენი ნიშნები სამი სახისაა

განახლებული დოკუმენტი სკოლებსა და უმაღლესებს ეხება - სამინისტრო საჯარო განხილვას იწყებს

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პროექტში ჩართულ პედაგოგებს და თითოეულ მოსწავლეს“
 

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში უფროსკლასელებმა დედაენის დღის შესახებ ცოდნა უმცროსკლასელებს გაუზიარეს

უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმენს „დედა ენის წიგნი“ - აქტივობები და ღონისძიებები 
 ქართული ენის ეროვნულ მნიშვნელობასა და ღირებულებზე ტოლოშის საჯარო სკოლაში ლექცია ჩატარადა

გაკვეთილი ჩაატარეს ქართული ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგებმა - ცირა გურეშიძემ და ნათია ტაბატაძემ

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება