TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

ჩინეთში სკოლამ მოსწავლეთა მშობლები ფიზიკური სასჯელის შემოღების შესახებ გააფრთხილა
01-03-2025
-
+


ჩინეთის ერთ-ერთმა კერძო სკოლამ მოსწავლეთა მშობლებს ახალი შინაგანაწესი გადაუგზავნა, რომელიც მოსწავლეთა ფიზიკურ დასჯას ითვალისწინებს. საუბარია ხელისგულებზე დარტყმასა და ასევე, ხანგრძლივი დროით ფეხზე დაყენებაზე. ამის შესახებ South China Morning Post წერს. 

გუანდუნის პროვინციის ქალაქ იანძიანში მდებარე ექსპერიმენტალურმა სკოლა „ლუნიუანმა“ ფიზიკური სასჯელის დაკანონების გეგმა რიგი „გადაცდომების“ აღსაკვეთად შეიმუშავა.

სკოლაში, სადაც, პირველიდან მე-9 კლასამდე, 2 500-მდე მოსწავლე სწავლობს და ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, მოსწავლეთა მშობლები გააფრთხილეს, რომ სასჯელი გამოყენებული იქნება, მაგალითად, საშინაო დავალების შეუსრულებლობის ან კლასში ძილის გამო. 

მასწავლებლებს უფლებას მისცემენ მოსწავლეებს დაარტყან ხელის გულებზე საჩვენებელი ჯოხით ან სახაზავით, მაგრამ არა უმეტეს 10-ჯერ, ფეხზე დაყენების დრო კი, შესაძლოა, გაგრძელდეს 2-საათამდე. 

„ჩვენ ვცდილობთ მოსწავლეებს ვასწავლოთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე, რათა გააცნობიერონ თავიანთი ქმედებების შედეგები და გახდნენ კარგი მოქალაქეები“, - ნათქვამია სკოლის დოკუმენტში.

ახალი წესები ასევე ვაჟებს უკრძალავს გრძელი თმის ტარებას, გოგონებს კი - ტუჩსაცხის გამოყენებას, ფრჩხილების შეღებვასა და სამკაულების ტარებას. 


გარდა ამისა, იმისთვის რომ მოსწავლეებს ეკონომიურობა ასწავლოს, სკოლამ დააწესა, რომ მათი ტანსაცმლის ფასმა არ უნდა გადააჭარბოს 100 იუანს (დაახლოებით 38 ლარი), ხოლო ფეხსაცმლის 80 იუანს (დაახლოებით 31 ლარი).

სკანდალურ ინიციატივას დიდი რეზონანსი მოჰყვა, მაგრამ სკოლამ, უკვე განაცხადა, რომ ეს წესები შეესაბამება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დაწყებითი და საშუალო სკოლების სტანდარტებს, რომლებიც ძალაში შევიდა 2021 წელს. თუმცა სამინისტრო ყოველგვარ ფიზიკურ დასჯას კრძალავს. ადგილობრივმა განათლების დეპარტამენტმა უკვე მოუწოდა სკოლას დაიცვას წესები.

სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობამ პასუხად კი განაცხადა, რომ სკოლა კურდამთავრებულთა მიერ მისაღებ გამოცდებზე მიღებული მაღალი ქულებით, ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება და თუ მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ეს წესები მიუღებელია, შეუძლიათ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წავიდნენ. როგორც მედია წერს, სკოლის ხელმძღვანელობის პოზიციას ბევრმა მშობელმა დაუჭირა მხარი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება