სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - სკოლებს მასწავლებელთა რეპორტი მიეწოდათ
30-04-2025
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, დირექტორების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს:
 
სკოლებს მიეწოდათ მომხმარებელთა (მასწავლებლების) ავტორიზაციის რეპორტი, რომელიც ასახავს მომხმარებელთა რაოდენობას ავტორიზაციის სიხშირის მიხედვით. რა ძირითადი ინფორმაცია უნდა გავითვალისწინოთ აღნიშნული პარამეტრის სწორად გასაანალიზებლად:
 
ავტორიზაციის რეპორტი იძლევა მომხმარებელთა აქტივობის ზუსტ რაოდენობას სხვადასხვა პერიოდის მითითებით, თუმცა იგი არ წარმოადგენს საკმარის და სრულფასოვან ინსტრუმენტს ინფორმაციის სიღრმისეული ანალიზისთვის. კერძოდ, მხოლოდ ამ პარამეტრზე დაყრდნობით არ უნდა მოხდეს მასწავლებლის მუშაობის შეფასება ელექტრონულ ჟურნალში. დამატებით, აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს: რამდენად სრულად არის ასახული ინფორმაცია მასწავლებლის მიერ, და რამდენად ეფექტურად იყენებს სრულ ფუნქციონალს, მაგალითად, ასახავს ინფორმაციას მოსწავლეთა დასწრების შესახებ და სხვა.
 
ამრიგად, მოწოდებული ინფორმაცია ავტორიზაციების რაოდენობასთან დაკავშირებით წარმოადგენს სარეკომენდაციო ხასიათს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს სკოლის ადმინისტრაციამ და პერიოდულად ადევნოს თვალი აღნიშნულს.
 
 
 
 
როგორ მუშაობს რეპორტის ბარათი?
 
რეპორტი აჩვენებს რამდენად ხშირად შედიან მომხმარებლები ჟურნალში - მაღალი, საშუალო ან დაბალი სიხშირით. პარამეტრის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი დროის მონაკვეთის მითითება და ამ პერიოდისთვის ავტორიზაციის რაოდენობის ნახვა. ავტორიზაციის მონაკვეთი ავტომატურად მოიცავს მიმდინარე სასწავლო წელს, თუმცა შესაძლებელია თარიღების მორგება ინდივიდუალურად. ბარათზე წვდომა აქვთ რესურსცენტრებს, სკოლის დირექტორებსა და ჟურნალის ადმინისტრატორებს.
 
დოკუმენტი იხილეთ ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება