სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში
25-04-2025
-
+


განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის 2024 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს, ცენტრში წარდგენილია 121 საჯარო სკოლის საავტორიზაციო განაცხადი.

2024 წელს დასრულდა 126 საჯარო სკოლის ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოება (მათ შორის 7 წარმოება დაიწყო 2023 წელს და საბჭოს გადაწყვეტილება 2024 წელს გამოიცა).

2024 წელს, ავტორიზაცია მოიპოვა 104 სამსაფეხურიანმა და 22 ორსაფეხურიანმა საჯარო სკოლამ. 2024 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ახალი სტანდარტებით სულ ავტორიზებულია 458 საჯარო სკოლა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 49 სხდომა ჩატარდა, განიხილეს 355 საკითხი; დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2024 წლის გეგმური მონიტორინგის გეგმა; დასრულდა ადმინისტრაციული წარმოებები, კერძოდ: საჯარო სკოლის ავტორიზაცია - 126, კერძო სკოლა - 15; ავტორიზაციის პირობების შემოწმება (გეგმიური მონიტორინგი) - კერძო სკოლა - 7. ავტორიზაციის პირობების შემოწმება (არაგეგმური მონიტორინგი) – კერძო სკოლა - 8. კვოტის გაზრდა - 4 (1 - საჯარო სკოლა, 3 - კერძო სკოლა); ფართის ცვლილება - 3 (კერძო სკოლა).

ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წარმომადგენლებისთვის ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობის მიზნით (ესგ-ს ცვლილებები, დებულების ცვლილებები, ფორმების ცვლილებები, მონიტორინგის საკითხები) - სულ 5 შეხვედრა. საბჭოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით დამუშავდა 2023 წელს განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები. . შედეგები განხილული იყო „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების დანერგვასთან, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის წარმართვასთან და საქართველოს და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება „ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფარგლებში. ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩოს დანერგვის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით გაიმართა სამუშაო შეხვედრები/ტრენინგები ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლებთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებთან. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ივლისის №235 დადგენილებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები, რომლებიც ახორციელებენ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას, რომლითაც დეტალურად განისაზღვრა ხელშეკრულების დადების წინაპირობები და პროცედურა. აღნიშნული წესის შესაბამისად, შემუშავდა ხელშეკრულების ნიმუში.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება