სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის
02-03-2025
-
+


„თარიღების დამახსოვრება მიჭირს“, „ფორმულებს ვერ ვიმახსოვრებ“ - მოსწავლეებისგან მსგავსი ფრაზები ალბათ ყველას ბევრჯერ სმენია. ამ შემთხვევაში, მათი დახმარება ყველაზე უკეთ პედაგოგს შეუძლია, რომელმაც მოსწავლეების მოტივირებაზე უნდა იზრუნოს და სხვადასხვა მიდგომა დანერგოს. ჩვენ ინფორმაცია სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოვიძიეთ.

აღმოჩნდა, რომ როცა მოსწავლის დამახსოვრება უჭირს, მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

ვიზუალური დამხმარე მასალა – სურათები, დიაგრამები, რუკები, ან სხვა ვიზუალური სასწავლო მასალა ძალიან კარგად მუშაობს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ვიზუალურ და ტექსტურ ელემენტებს შორის ურთიერთობა მეხსიერებას მეტად აძლიერებს.

სიტუაციური სწავლება – მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე ანალოგიებს და კონკრეტულ მაგალითებს დაეყრდნოს. როდესაც რაიმე საკითხს კონტექსტი მოსდევს, მისი დამახსოვრება ბევრად უფრო მარტივი ხდება.

მიზანმიმართული გამეორება – მნიშვნელოვანია, რომ ერთი და იგივე ინფორმაცია მასწავლებელმა რამდენჯერმე, თუნდაც სხვადასხვა ფორმით, გაიმეოროს. მაგალითად, სიტყვით, ვიზუალურად, ლოგიკური კონტექსტით და ა.შ. ასე მოსწავლე კონკრეტულ საკითხს ბევრად უფრო ეფექტურად დაიმახსოვრებს და გახსენების პრობლემაც არ ექნება.

პაუზები და მოკლე ინტერვალები – ხანგრძლივი სწავლების ან გაკვეთილის დროს, ხშირად საჭიროა პატარა შესვენებები, რადგან მოსწავლეებს დიდი ხნით ერთ საკითხზე ფოკუსირება უჭირთ. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს მეხსიერების გააქტიურებას.

მოტივაცია და ემოცია – როცა ბავშვი კონკრეტულ თემას ემოციურად უკავშირდება, მისთვის დამახსოვრება ბევრად უფრო ადვილი ხდება. მიეცით მას მოტივაცია და აჩვენეთ, რატომ არის კონკრეტული ინფორმაცია მნიშვნელოვანი.

მომენტალური უკუკავშირი – ეცადეთ, რომ როდესაც მოსწავლე ცდება, მას პასუხი სწრაფად დაუბრუნოთ. ამგვარად, ის ბევრად უფრო დაინტერესდება, დაამახსოვრდება, რომ არასწორი პასუხი გასცა და მართებულს უკეთ გაითავისებს.

პირადი ასოციაციები – მოსწავლემ, რომელიც რაიმე კონკრეტული ინფორმაციის დამახსოვრებას ცდილობს, შეიძლება პირადი ასოციაციები გამოიყენოს. მაგალითად, თუ ბავშვი სწავლობს ისტორიულ თარიღებს, შეგიძლიათ თამაში შესთავაზოთ. ამ შემთხვევაში, კონკრეტული თარიღი იმ წელს მომხდარ საინტერესო ამბავთან დააკავშირეთ.

რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლე განსხვავებული და განსაკუთრებულია, ამიტომაც ისინი ზოგჯერ ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებენ. ყველაზე კარგად კი სწორედ მასწავლებელმა იცის, რა მიდგომა გაამართლებს კონკრეტულ მოსწავლესთან და რა არ იმუშავებს.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება