სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ატესტატების გაცემა 20 ივნისიდან დაიწყება - პროცედურები
29-05-2019
-
+


2018-2019 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულებს ატესტატის აღება მიმდინარე წლის 20 ივნისიდან შეეძლებათ. ატესტატს აიღებენ ასევე ის პირები, რომლებმაც სკოლა წინა წლებში დაასრულეს, თუმცა გამოსაშვები გამოცდების წარუმატებლად დაძლევის გამო მისი აღება ვერ შეძლეს.

როგორც etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ატესტატები იუსტიციის სახლში გაიცემა და მის მისაღებად მსურველს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევს.

„20 ივნისიდან დაიწყება ატესტატების გაცემა იუსტიციის სახლში, მათთვისაც, ვინც წელს დაასრულა სწავლა და მათთვისაც, ვინც წინა წლებში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ჩაიჭრა. ატესტატის ასაღებად ნებისმიერ მსურველს იუსტიციის სახლში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევს“, - განაცხადეს უწყებაში.

ატესტატის მისაღებად იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეივსოს.

ამასთან, იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტი განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პირს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას საფასურის გადახდა მოუწევს:

  • განცხადების წარდგენის დღეს ატესტატის მისაღებად პირი 50 ლარს გადაიხდის;
  • მე-2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისთვის დაწესებული საფასური 40 ლარს შეადგენს;
  • მე-3 სამუშაო დღეს ატესტატის გაცემისთვის საფასური 30 ლარს შეადგენს;
  • მე-5 სამუშაო დღეს კი განმცხადებელმა 20 ლარი უნდა გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ იმ პირებს, რომლებმაც საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის გამო ატესტატი წინა წლებში ვერ მოიპოვეს, ატესტატის დუბლიკატის აღება მოუწევთ. იუსტიციის სახლის განმარტებით, ატესტატის დუბლიკატი გაიცემა იმ შემთხვევებში თუ პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი არ აუღია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს.

ამასთან, მსურველებს ატესტატის დუბლიკატის 10 სამუშაო დღეში მიღებისთვის 25 ლარის გადახდა მოუწევთ.

ასევე იხილეთ: „მოსწავლე, რომელიც CAT-ის გამოცდებში ჩაიჭრა, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა დაძლია, ატესტატს მიიღებს“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება