სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
26-05-2019
-
+


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მან ინგა შამილიშვილის თანამდებობა იმ განცხადების გამო დაატოვებინა, რომლის მიხედვითაც, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაზე რუსული დროშების ფრიალი პოლიტიზირებული არ არის.

„ჩვენი წინაპრების ბრძოლის და თავგანწირვის შედეგად ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება, ყველა თაობის ვალია, ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება ფაქტს, ეს ჩემთვის სამწუხაროა. პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი“,- აღნიშნა რიჟვაძემ.

როგორც ინგა შამილიშვილმა განმარტა, მსვლელობისას მას რუსეთის დროშები არ უნახავს და ინფორმაციაც არ ჰქონდა, იქნებოდა თუ არა რუსეთის დროშები გამოფენილი.

„მე ღონისძიებაზე რუსეთის დროშების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა და არც კი დამინახავს. ჩემს გადაყენებასთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვები გაქვთ, თორნიკე რიჟვაძეს მიმართეთ“, - განაცხადა ინგა შამილიშვილმა.

ბათუმში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტრადიციულად საზეიმო მსვლელობით იხსნება, რომელიც საერთაშორისო საბავშვო ფოლკლორული ფესტივალის „ოქროს დელფინი“ ფარგლებში იმართება. ფესტივალში მონაწილეობს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის არის უკრაინა, ბელარუსი, ლატვია, ლიეტუვა, ინდოეთი, ისრაელი. წელს პირველად, ფესტივალში რუსული ფოლკლორული ანსამბლი ჩაერთო, რომელიც ბათუმში როსტოვიდან ჩავიდა. მათ მსვლელობაში მონაწილეობა რუსეთის დროშებით მიიღეს. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს კი მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება