სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაშრომები მოთხრობების კრებულში - „შტრიხების მონოპოლია“ დაიბეჭდა
17-05-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაშრომები მოთხრობების კრებულში - „შტრიხების მონოპოლია“ დაიბეჭდა. კრებულის ილუსტრატორი და კორექტორი კი სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანია.

14 მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის, ფარის საჯარო სკოლის პედაგოგის, ეროვნული ჯილდოს პირველი ხუთეულის წევრის  ეკა წულუკიძის  და სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბის ორგანიზატორობით, კონკურსის - „ჩემი პირველი მოთხრობა“ ფარგლებში,  ფარის საჯარო სკოლაში დასკვნით-შემაჯამებელი ღონისძიება- მოთხრობების კრებულის - „შტრიხების მონოპოლია“ პრეზენტაცია და ავტორთა დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისება და მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ კოალიცია - „განათლება ყველასათვის“ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
 
კრებულის ილუსტრატორი და კორექტორი ხოჯორნის სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანია, ყდის მხატვრობა კი თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს ანასტასია რატიანს ეკუთვნის. 

კრებულში სხვადასხვა რეგიონის 34 მოსწავლე ჩაერთო. მათ შორის ხოჯორნის საჯარო სკოლის 7 მოსწავლე. ყველას  ნაშრომი წიგნში არის დაბეჭდილი.
 
მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები, რომელიც ხოჯორნის მოსწავლეებისთვის ლახამულის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინელი ეჯიბაძემ გამოყო, ხოლო ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ირმა ჯაჭვლიანის გამოყოფილი ფასიანი საჩუქრებით და სასაჩუქრე ჩანთებით, რომელიც ფარში არსებულ საწარმო ,,მზეკომ'' დაამზადა. ყველა მონაწილეს მანანა შეყილაძის მიერ გადაეცა საქართველოს ისტორიული ატლასები.

„ჩვენი მგზავრობის თანხის ნაწილი მარნეულის მერიამ გამოყო, რისთვისაც მადლობას ვუხდით. ფარში მისვლამდე, ხოჯორნელი მოსწავლეები ესტუმრნენ ლახამულის საჯარო სკოლას და გაეცნენ იქაურ მოსწავლეებს, წაიკითხეს სვანი პოეტის ნოდარ კვიციანის ლექსები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება