სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლე ლუბა რამიშვილმა საგანმანათლებლო კონკურსში გაიმარჯვა 
16-05-2019
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუასურების საჯარო სკოლისმოსწავლე ლუბა რამიშვილი საგანმანათლებლო კონკურსის „ქართული ღვინის გზა“ გამარჯვებულია. 

საგანმანათლებლო კონკურსში სკოლის მეთერთმეტე კლასის ორი მოსწავლე ხათუნა ტრაპაიძე და ლუბა რამიშვილი მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა კონკურსში წარმატებას მიაღწიეს. ლუბა რამიშვილმა უმაღლესი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა, ხათუნა ტრაპაიძემ კი II ხარისხის დიპლომი მოიპოვა.

საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო კონკურსი - „ქართული ღვინის გზა“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“ - ფარგლებში, კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. 

კონკურსანტებმა თავიანთ ნაშრომებში წარმოადგინეს ინფორმაცია საქართველოს კუთხეების მიხედვით ვაზის ჯიშებისა და ღვინის სახეობების, ასევე მათი დამზადების ტექნოლოგიების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე.

პროექტი 3 ეტაპისგან შედგებოდა, ფინალურ ეტაპზე კი 26 საუკეთესო ნაშრომი გადავიდა, რომლებსაც სხვადასხვა ხარისხის დიპლომები 3 კატეგორიის მიხედვით გადაეცათ. ლუბა რამიშვილის გარდა კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: ალბერტ და გიორგი ლალუაშვილები, ლაშა ქურდაძე (ხაშური, მე-8 საჯარო სკოლა) და ილია ბოლქვაძე (ბათუმი, გიმნაზია „XXI საუკუნე“). 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა დაჯილდოებამდე, კონკურსანტებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაცია ბაზას ესტუმრნენ. ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ჯიშების უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება